English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნათია კახნიაშვილი ნათია ბარბაქაძე ნატო კაკაშვილი
საგადასახადო პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის კონცეპტუალური საკითხები საქართველოში: სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა

რეზიუმე

სტატია განიხილავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებს სიღარიბის შემცირების პერსპექტივიდან. ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევებად. რეგიონული შედარებითი კვლევა ხაზს უსვამს პროგრესიული და შერეული საგადასახადო სისტემების ეფექტურობას სოციალურ თანასწორობაში, მაშინ როცა ფლატ ან სემილიბერალური მოდელები ვერ უზრუნველყოფენ გონივრულ დისტრიბუციას.

სტატია მიუთითებს, რომ საქართველოსთვის საჭიროა ლიბერალური საგადასახადო რეჟიმიდან ინკლუზიურ ფისკალურ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ფოკუსირებულია სამართლიანობაზე, პროდუქტიულობაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მიზნობრივ სოციალურ ინვესტიციებზე. აღსანიშნავია, რომ მდგრადი სოციალური სტაბილურობისა და სიღარიბის შემცირების მისაღწევად, აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და ინკლუზიური ფისკალური პოლიტიკის სინერგია.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, საგადასახადო პოლიტიკა, სიღარიბის შემცირება, შემოსავლების უთანასწორობა, ინკლუზიური ფისკალური პოლიტიკა.