English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ხათუნა ბარბაქაძე ნათია კახნიაშვილი ნატო კაკაშვილი
კაპიტალის ბიუჯეტირება: თეორიული საფუძველი და ოპტიმიზაციის პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ბიუჯეტირების თეორიული საფუძვლები, ძი¬რი¬თადი გამოწვევები და ოპტიმიზაციის პერსპექტივები. კომპანიაში მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია ფინანსური და ეკონომიკური საქმიანო¬ბის ბიუჯეტირების ეფექტური სისტემის დანერგვის გარეშე. ბიუჯეტირება კომპა¬ნიის ფინანსური რესურსების დაგეგმვის პროცესია შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმალურად განაწილების მიზნით.

ბიუჯეტირების მიზანია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის სა­ფუძველზე დაგეგმვა და მენეჯმენტის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მი­ღება. დაგეგმვის შედეგად ხდება ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, რაც მათი შემცირების საშუალებას იძლევა. ბიუჯეტირების პროცესის მეშვეობით კომპანიები გეგმავენ და განსაზღვრავენ მომავალ ფინანსურ მდგომარეობას. რეგულარული ბი­­ჯე­ტირების პროცესის მეშვეობით შესაძლებელია არსებული უარყოფითი პროცე­სე­ბის გამოვლენა, რაც საშუალებას იძლევა დროულად იქნას მიღებული კორექტი­რების შესახებ გადაწყვეტილებები. აღნიშნული კი, განსაკუთრებით მნიშვნე­ლო­ვა­ნია არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, როდესაც იზრდებაფინანსური რისკე­ბი და მისი შედეგები.

ბიუჯეტირების მთავარი პრობლემა შემოსავლებისა და ხარჯების არაზუსტი პროგნოზია. არარეალური პროგნოზის საფუძველზე, როდესაც კომპანიის მენეჯ­მენტის მიერ შემოსავლებ გადაჭარბებულადაა შეფასებული ხდება ხარჯების ზრდა, რომელიც იწვევს როგორც ბიუჯეტის დეფიციტ, ასევე, ზრდის პარტნიო­რებისა და თანამშრომლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. კაპიტალის ბიუჯე­ტი­რების ოპტიმიზაცია უკავშირდება ძირითად გამოწვევებს, როგორებიცაა: შეზ­ღუ­­დული რესურსები, რისკისა და განუსაზღვრელობის შეფასების სირთულე, კაპი­ტა­ლის სტრუქტურის შეზღუდვები; პროექტებს შორის კონკურენცია, მონიტორინ­გისა და კონტროლის სირთულეები, არასრული მონაცემები, მომავლის გაურკვევ­ლობა და მენეჯმენტის სტრატეგია, რომელიც გავლენას ახდენს ოპტიმალურ გადაწ­­ვე­ტილებაზე.

ბიუჯეტირების პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპანიის ფინანსური მდგრა­დო­ბის უზრუნველსაყოფად. ბიუჯეტირების საშუალებით შესაძლებელია შემოსავლე­ბისა და ხარჯების დაგეგმვ, რისკების მინიმიზაცია და ფულადი ნაკადების ეფექ­იანი მართვ. თუმცა, მაქსიმალური მომგებიანობის მიღება მოითხოვს პრაქტი­კუ­ლი გამოწვევების მოგვარებას.

საკვანძო სიტყვები: ბიუჯეტირება, ფინანსური მდგრადობა, ფულადი ნაკადები, კონკურენტუნარიანობა, პროგნოზირება,  ოპტიმიზაცია. 

შესავალი

კაპიტალის ბიუჯეტირების პროცესის დროს კომპანიის მენეჯმენტი აფასებს, არჩევს და აკონტროლებს გრძელვადიან ინვესტიციებს, რომლის მთავარი მიზანია რე­სურსების ოპტიმალური განაწილება და კომპანიის ღირებულების მაქსიმიზაცია. კაპიტალის ბიუჯეტირების ოპტიმიზაცია მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე სტრა­ტეგიულ გადაწყვეტილებებს რაც ზრდის კომპანიის საქმიანობის ეფექტურობას და კონკურენტუნარიანობას. ბიუჯეტირება კომპანიის ფინანსური რესურსების დაგეგ­მ­ვის პროცესია შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმალურად განაწილების მიზნით. ბიუჯეტირება ხელს უწყობს კომპანიის ფინანსური რესურსების ხარჯების შემცი­რებას მარაგებისა და ფულადი ნაკადების დროული დაგეგმვისა და მონიტორინგის გზით.

აქტუალობა. კომპანიაში მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღება შეუძლე­ბელია ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტირების ეფექტური სისტე­მის დანერგვის გარეშე. ბიუჯეტირება ფინანსურ დაგეგმვაში მნიშვნელოვანია, რადგან  კომპანიის მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეფექტური ბიუჯეტი­რების სისტემის საშუალებით შესაძლებელია კომპანიის ფინანსურ ნაკადების, მისი საქმიანობის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ოპტიმიზაცია. ფინანსური სიჯანსაღე და ბიუჯეტირების პროცესი გავლენას ახდენს ნებისმიერი კომპანიის მდგრადობაზე. ფინანსური მენეჯმენტის მიერ დამატებითი რესურსების მოზიდვა განაპირობებს კომპანიის სტაბილურობას და ზრდადობის შენარჩუნებას. თანა­მედ­როვე პირობებში, ბიუჯეტირება და ფინანსური მდგომარეობის შეფასება მენეჯმენ­ტის აუცილებელი კომპონენტია. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს მომ­გებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემცირებას,  შესაძლებელია გაკოტრე­ბასაც კი.

კვლევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენს ბიუჯეტირების თეორიული საფუძვლების შესწავლა, ოპტიმიზაციისთვის გასატარებელი ღონისძიებების გავ­ლე­ნა და შეფასება კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე.

კვლევის მეთოდები. ბიუჯეტირების პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომ­დინარე, გამოყენებულ იქნა ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, ასევე, კვლევის სის­ტემური და ლოგიკური განზოგადების მეთოდები, რის საფუძველზეც გამოვ­ლინ­და ბიუჯეტირების პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. 

****

ბიუჯეტირება კომპანიის ფინანსური რესურსების დაგეგმვის პროცესია შემო­სავ­ლებისა და ხარჯების ოპტიმალურად განაწილების მიზნით. კომპანიის სტაბი­ლურ ფინანსურ მდგომარეობას განაპირობებს, როგორც ვალდებულებების დრო­ული გადახდა, ასევე, სააქციო კაპიტალის წილიდან მიმდინარე აქტივების დონე [ბარბაქაძე 2024]. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გადახდისუნარიანობის, ლიკვიდურობის, ბაზრის ცვლილებებისა და მდგრადობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე მეტყველებს და ასახავს მის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

ბიუჯეტირების მიზანია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დაგეგმვა და მენეჯმენტის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. დაგეგმვის მთავარი მიზანია დასახული ფინანსური და ეკონომიკური მიზნების მიღწევა, რომელიც შესაძლებელია დაფინანსების შესაბამისი წყაროების მოძიებითა და ადეკვატური მართვის გზით [ბარბაქაძე 2024]. დაგეგმვის შედეგად ხდება ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, რაც მათი შემცირების საშუალებას იძლევა.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია შემოსავლებისა და ხარჯების სწორ დაგეგმვასთან, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ფულადი ნაკადები და უზრუნველყოფილ იქნას შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი, აღ¬ნიშ¬ნული კი, გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ბიუჯეტირების პროცესი ეხმარება კომპანიებს დაგეგმონ და განსაზღვრონ მომავალი ფინანსური მდგომარეობა. რეგულარული ბიუჯეტირების პროცესი შე¬საძ¬ლებლობას იძლევა გამოვლინდეს არსებული უარყოფითი პროცესები, რაც სა¬შუა¬ლებას იძლევა დროულად იქნას მიღებული კორექტირების შესახებ გადაწყვე¬ტილებები. აღნიშნული კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტაბილურ ეკო¬ნომიკურ გარემოში, როდესაც იზრდება ფინანსური რისკები და მისი შედეგები. ბიუჯეტის დაგეგმვაზე არასათანადო ყურადღება გამოიწვევს მიმდინარე ვალდებუ¬ლებების შესასრულებლად საჭირო ფინანსური რესურსების დეფიციტს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე.
კაპიტალის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია განისაზღვრება, როგორც პროცედურა, რომელიც ეფუძნება პროექტების შერჩევას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 NPV (Net Present Value) - წმინდა მიმდინარე ღირებულება, რომლის ძირი-თადი პრინციპია თითოეული პროექტის წმინდა მიმდინარე ღირებულების შეფა-სება რისკის გათვალისწინებით. ოპტიმალური კაპიტალის ბიუჯეტი მოიცავს ყველა დამოუკიდებელ პროექტს, რომელსაც დადებითი NPV აქვს, ასევე, ურთიერთ¬გა¬მომ¬რიცხავ პროექტებს მაღალი დადებითი NPV-ითა და შესაბამისი რისკის გათვა¬ლის¬წინებით;
 IRR (Internal Rate of Return) - პროექტის შიდა მომგებიანობის მაჩვენებელია, რო¬მე¬ლიც უნდა აღემატებოდეს კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ ღირებუ-ლებას;
 Payback Period - ინვესტიციის დაბრუნების დრო, რომელიც მარტივი მეთო¬დია, მაგრამ არ ითვალისწინებს ფულის ღირებულებას დროში და სარგებლის ხარისხს;
 Modigliani–Miller მოდელი - გადასახადების არარსებობის შემთხვევაში, როგორც კომპანიის ღირებულება, ასევე მისი კაპიტალის მთლიანი ფასი დამოუ-კიდებელია მისი წყაროების სტრუქტურისგან. რეალურ პირობებში გადასახადები და სასესხო ვალდებულების დაფინანსება ზრდის კომპანიის ღირებულებას, რადგან დასაბეგრი შემოსავლიდან სესხის პროცენტის გამოქვითვის შემდეგ ინვესტორები იღებენ მოგების უფრო დიდ წილს;
 CAPM (Capital Asset Pricing Model) - ინვესტიციების რისკის შეფასება ბაზრის მაჩვენებლების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება პროექტების მომგებიანობის შეფასებისა და ოპტიმიზაციის პროცესში;
 Real Options Theory - ინვესტიციები განიხილება როგორც „საფინანსო ოპციები“, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მომავალ ინფორმაციაზე დაყრდ-ნო¬ბით. ამავე დროს, არის მოქნილი ინსტრუმენტი მომავალი გაურკვევლობის მართ¬ვისთვის.
ბიუჯეტირების მთავარი პრობლემა შემოსავლებისა და ხარჯების არაზუსტი პროგნოზია. არარეალური პროგნოზის საფუძველზე, როდესაც კომპანიის მენეჯ-მენტის მიერ შემოსავლები გადაჭარბებულადაა შეფასებული ხდება ხარჯების ზრდა, რომელიც იწვევს როგორც ბიუჯეტის დეფიციტს, ასევე, ზრდის პარტნიო-რებისა და თანამშრომლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. კაპიტალის ბიუჯე-ტირების ოპტიმიზაცია უკავშირდება ძირითად გამოწვევებს, როგორიცაა:
 შეზღუდული რესურსები - როგორც წესი, რთულია ყველა პროექტის და-ფინანსება,ამიტომ საჭიროა განისაზღვროს პრიორიტეტები;
 რისკისა და განუსაზღვრელობის შეფასების სირთულე - პროექტის მომგე¬ბიანობის არასათანადო შეფასება გამოიწვევს წმინდა მიმდინარე ღირებულების (NPV) შემცირებას;
 კაპიტალის სტრუქტურის შეზღუდვები - არასწორი დაფინანსება ზრდის კაპიტალის ღირებულებას, ამცირებს ROI-ს;
 პროექტებს შორის კონკურენცია - ფინანსური რესურსები შესაძლოა სტრა¬ტეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე არ იყოს განაწილებული;
 მონიტორინგისა და კონტროლის სირთულეები - პროექტის განხორციე-ლების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები იწვევს ბიუჯეტის ხარჯების ზრდას;
 არასრული მონაცემები - როგორც წესი, იწვევს მცდარ გადაწყვეტი-ლებების მიღებას კაპიტალის განაწილების პროცესში;
 მომავლის გაურკვევლობა - მოითხოვს საჭირო მოქნილობას გადაწყვეტი-ლებებში;
 მენეჯმენტის სტრატეგია - პირადი ინტერესები გავლენას ახდენს ოპტიმა-ლურ გადაწყვეტილებაზე.
საერთაშორისო პრაქტიკამ გამოავლინა ბიუჯეტირების სისტემის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. ბიუჯეტირების უპირატესობებია:
 კომპანიისსაქმიანობის კოორდინაცია;
 შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
 რესურსების განაწილების პროცესის გაუმჯობესება.
ხოლო ბიუჯეტირების ნაკლოვანებების ნაკლოვანებებია:
 სირთულე;
 ბიუჯეტირების სისტემის მოთხოვნების უმცირესი ცვლილებების შემდეგ დანერგვის სამუშაოები აუცილებლად თავიდანაა დასაწყები.
ბიუჯეტირების პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპანიის ფინანსური მდგრა¬დობის უზრუნველსაყოფად. ბიუჯეტირების საშუალებით შესაძლებელია შემოსავ¬ლე¬ბისა და ხარჯების დაგეგმვა, რისკების მინიმიზაცია და ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვა. თუმცა, მაქსიმალური მომგებიანობის მიღება მოითხოვს პრაქ¬ტიკული გამოწვევების მოგვარებას.

დასკვნა

ბიუჯეტირება ფინანსური მენეჯმენტის კრიტიკული კომპონენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არაპროგნოზირებადი და ცვალებადი საბაზრო პირობები, შეფერხებები, შეზღუდული რესურსები და პროექტის უცნობი პარა­მეტ­რები მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია. თუმცა, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით კომპანიებს შეუძლიათ გადალახონ გამოწვევები. კაპიტალის ბიუჯეტირების ოპტი­მიზაცია მოიცავს ფინანსური, სტრატეგიული და რისკების მართვის ძირითად ასპექ­ტებს. თეორიულ ასპექტში მისი მიზანია NPV-ის მაქსიმიზაცია IRR-ის კონტ­რო­ლი, რისკის გათვალისწინება და სტრატეგიული შესაბამისობა. პრაქტიკული გა­მოწვევები კი წარმოიქმნება შეზღუდული რესურსების, არასრული მონაცემებისა და გაურკვევლობის გამო. ეფექტიანი ოპტიმიზაცია საჭიროებს კლასიკური ფინანსური მეთოდებისა (NPV, IRR, Payback) და მოწინავე თეორიული ინსტრუმენტების (Real Options, CAPM) კომბინაციას.

ლიტერატურის მიმოხილვა.ბიუჯეტირების ოპტიმიზაციის საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური, ასევე ეროვნული სამეცნიერო ნაშრომებში, სადაც განიხილება კომპანიის კაპიტალის ბიუჯეტირების ოპტიმი­ზა­ციის პრობლემებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული შესაძლებ­ლო­ბები, ასევე, მისი თანმხლები დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Darmansyah, A., Ali, Q., & Parveen, S. (2025). Sophisticated capital budgeting decisions for financial performance and risk management — A tale of two business entities. Journal of Risk and Financial Management, 18(6), 297. https://doi.org/10.3390/jrfm18060297
  2. Shaheen, W. A., & Khan, S. (2024). Systematic literature review on capital budgeting techniques. Journal of Finance and Investment Analysis, 13(2), 45–68. https://www.researchgate.net/publication/389970803_Systematic_Literature_Review_on_Capital_Budgeting_Techniques
  3. ბარბაქაძე ხ. (2024) „ლიკვიდურობისა და მომგებიანობის ფინანსური მართვის პრიორიტეტები“ ჟურნალი „ქართველი მეცნიერები“ ტომ. 6 No.2. გვ., 51-56. https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/2748
  4. ბარბაქაძე ხ. (2024) „ფინანსური ლევერიჯი, როგორც კომპანიების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი“. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „მეცნიერება და ინოვაცია“ #4. გვ., 311-317. https://ismsai.blogspot.com/2024/11/science-and-innovation-2024-n4.html
  5. Michelon, P. de S., Lunkes, R. J., & Bornia, A. C. (2020). Capital budgeting: A systematic review of the literature. Research in International Business and Finance, 52, 101186. https://doi.org/10.1016/j.ribaf.2020.101186
  6. Kengatharan, L. (2016). Capital budgeting theory and practice: A review and agenda for future research. International Journal of Accounting and Financial Reporting, 6(1), 1–18. https://www.redfame.com/journal/index.php/aef/article/view/1261