ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ნინო აფციაური ∘
მარკეტინგული კომუნიკაცია, როგორც ეფექტური სტრატეგიის შექმნის საფუძველი ანოტაცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მარკეტინგის მზარდი როლის პარალელურად, გაიზარდა მარკეტინგული კომუნიკაციების როლიც. ნებისმიერი დარგის კომპანიები მუდმივად ცდილობენ მიიტანონ მომხმარებლამდე ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, რადგან მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია ნებისმიერი კომპანიის წარმატების მთავარი ფაქტორია. კომპანიები, როგორც წესი, შეიმუშავებენ მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმას და შინაარსს, რომელიც მათი საქმიანობის კონტექსტს შეესაბამება. მარკეტინგული კომუნიკაცია არის საშუალება კომპანიიდან მომხმარებლებამდე ინფორმაციის გადასაცემად, რომელიც გავლენას მოახდენს მომხმარებლებისა და სამიზნე აუდიტორიის გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი, ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია დადებით გავლენას ახდენს მომხმარებლებზე, ისევე, როგორც არასწორი მარკეტინგული კომუნიკაცია შეიძლება აღმოჩნდეს უარყოფითი იმიჯი შექმნის წინაპირობა. კონკურენტული ბაზრის პირობებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მომხმარებლების მოზიდვა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. მარკეტინგული კომუნიკაციები განიხილება - კომუნიკაციისა და მარკეტინგის ბუნების გათვალისწინებით. კომუნიკაცია განიხილება, როგორც პროცესი საკომუნიკაციო შეტყობინების გაგზავნასა და მიმღებ სუბიექტებს შორის. ხოლო, მარკეტინგი კი აქტივობების ერთობლიობაა, რომელიც უფრო ეფექტურია მომხმარებლებთან ურთიერთობისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით. მარკეტინგული კომუნიკაციები გავლენას ახდენენ მომხმარებელთა ქცევაზე, ამიტომ აუცილებელია მომხმარებელთა ქცევის ბუნების შესწავლა, კერძოდ რა ახდენს გავლენას მომხმარებელთა ქცევაზე და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს მომხმარებლები. მომხმარებლებლების სურვილია გაუმარტივდეთ კომუნიკაცია და იყვნენ კმაყოფილები, რადგან რთულად ეგუებიან ხანგრძლივ და რთულ ინსტრუქციებს, რომელიც მათთვის გაუგებარია. მომხმარებლებს სურთ იცხოვრონ პროგნოზირებად გარემოში და ცდილობენ დაიკმაყოფილონ საჭიროებები. მარკეტინგული კომუნიკაცია რთული პროცესია, რომელიც გამოიყენება კომუნიკაციის მიზნის მისაღწევად. ყველა კომპანიის მიერ ხდება მარკეტინგულ კომუნიკაციის გამოყენება, მხოლოდ მათი გეგმები განსხვავდება ერთმანეთისგან სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. საკვანძო სიტყვები: მარკეტინგული კომუნიკაცია, ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, მომხმარებელთა ქცევა, სამიზნე აუდიტორია. შესავალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სხვადასხვა სექტორში კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი ხარჯების გაწევა უწევთ მარკეტინგზე, რათა მოიზიდონ მომხმარებლები. მარკეტინგის მზარდი როლის პარალელურად, გაიზარდა მარკეტინგული კომუნიკაციების როლიც. ნებისმიერი დარგის კომპანიები მუდმივად ცდილობენ მიიტანონ მომხმარებლამდე ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, რადგან მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის წარმატების მთავარი ფაქტორია. მარკეტინგული კომუნიკაცია არის მარკეტინგის ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლისთვის კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. კომპანიები, როგორც წესი, ადგენენ მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმას და შინაარსს, რომელიც მათი საქმიანობის კონტექსტს შეესაბამება. აქტუალობა. მარკეტინგული კომუნიკაცია არის საშუალება კომპანიიდან მომხმარებლებამდე ინფორმაციის გადასაცემად, რომელიც გავლენას მოახდენს მომხმარებლებისა და სამიზნე აუდიტორიის გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი, ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია დადებით გავლენას ახდენს მომხმარებლებზე, ისევე, როგორც არასწორი მარკეტინგული კომუნიკაცია შეიძლება აღმოჩნდეს უარყოფითი იმიჯი შექმნის წინაპირობა. კონკურენტული ბაზრის პირობებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მომხმარებლების მოზიდვა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. კვლევის მიზანი. კვლევის მიზანია მარკეტინგულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიანი შესწავლის საფუძველზე გამოვლინდეს მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიები. კვლევის მეთოდები. კვლევის პროცესში გამოყენებულია, როგორც სისტემური და ლოგიკური განზოგადების, ასევე, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. **** მარკეტინგული კომუნიკაციები უნდა განვიხილოთ მისი ორი მდგენელის - კომუნიკაციისა და მარკეტინგის ბუნების გათვალისწინებით. კომუნიკაცია განიხილება, როგორც პროცესი საკომუნიკაციო შეტყობინების გამგზავნს და მიმღებ სუბიექტებს შორის. ხოლო, მარკეტინგი არის აქტივობების ერთობლიობა, რომელიც უფრო ეფექტურია მომხმარებლებთან ურთიერთობებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით [Kotler, P., & Keller, K. L. 2021]. მარკეტინგი და კომუნიკაციები ერთობლიობაში წარმოადგენენ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. მარკეტინგული კომუნიკაციები გავლენას ახდენენ მომხმარებელთა ქცევაზე, ამიტომ აუცილებელია მომხმარებელთა ქცევის ბუნების შესწავლა, კერძოდ რა ახდენს გავლენას მომხმარებელთა ქცევაზე და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს მომხმარებლები. მომხმარებლებლების სურვილია გაუმარტივდეთ კომუნიკაცია და იყვნენ კმაყოფილები, რადგან რთულად ეგუებიან ხანგრძლივ და რთულ ინსტრუქციებს. მომხმარებლებს სურთ იცხოვრონ პროგნოზირებად გარემოში და ცდილობენ დაიკმაყოფილონ საჭიროებები. მარკეტინგული კომუნიკაციების ინტეგრაციის ტენდენცია ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული მიღწევაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია მოიცავს ძირითად ფაქტორებს, კერძოდ: ü კომუნიკაციის მიზნებს - შეტყობინების გადაცემის პროცესში ნათელი უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიიდან მოსალოდნელი რეაქცია და პასუხი; ü შეტყობინების მომზადებას, რაც გულისხმობს მომხმარებლებთან წინა გამოცდილების გათვალისწინებას და სამიზნე აუდიტორიის მიერ შეტყობინებების აღქმის თავისებურებებს; ü საკომუნიკაციო არხების შერჩევას - შეტყობინების გასავრცელებლად შესაბამისი არხები ეფექტურად მიაწოდებენ ინფორმაციას სამიზნე აუდიტორიას; ü შეტყობინების ეფექტურობას, რაც გულისხმობს უკუკავშირის მექანიზმების საშუალებით შეფასდეს სამიზნე აუდიტორიის პასუხი. ზემოაღნიშნული ეფექტურობის ჩამოთვლილი ფაქტორები განსაზღვრავს გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომელიც გათვალისწინებულია ნებისმიერ მარკეტინგულ საკომუნიკაციო პროგრამაში. მარკეტინგული კომუნიკაციების როლის გაძლიერებას ხელი შეუწყო მუდმივად ცვალებადმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და კონკურენტულმა გარემომ. აღნიშნულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა გამოიწვია მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროს მოქნილი და კრეატიული პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება. კომპანიების მიერ ხდება მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელებაც საჭიროებს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ: ü ინფორმაცია და პოპულარიზაცია; ü პროცესი და გამოსახულება; ü ინტეგრაცია; ü გამოცდილება. მარკეტინგული კომუნიკაციების დახმარებით ხდება კომპანიებისა და სამიზნე აუდიტორიის დაკავშირება. მარკეტინგული კომუნიკაცია რთული პროცესია, რომელიც გამოიყენება კომუნიკაციის მიზნის მისაღწევად. დასკვნა მარკეტინგული კომუნიკაცია მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მომხმარებლებსა და სამიზნე აუდიტორიას შორის ურთიერთობის ერთადერთი გზაა. ყველა კომპანიის მიერ ხდება მარკეტინგულ კომუნიკაციის გამოყენება, მხოლოდ მათი გეგმები განსხვავდება ერთმანეთისგან სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები კონფიდენციალურობის გათვალიწინებით შეზღუდულ ინფორმაციას გვაწვდიან, არსებული ინფორმაციაც საკმარისია ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის შესამუშავებლად. გამოყენებული ლიტერატურა Kotler, P., & Keller, K. L. (2021). Framework for marketing management (6th ed.). Pearson; Kitchen, P. J., & Burgmann, I. (2010). Integrated marketing communication. Wiley International Encyclopedia of Marketing; Wijaya, B. S. (2012). The development of hierarchy of effects model in advertising. International Research Journal of Business Studies, 5(1); Dunn, M. and Davis, S. M. (2003). Building brands from the inside. Marketing Management, 12(3). |