English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ავთანდილ სულაბერიძე დავით ჭელიძე
საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები და მათი დაძლევის ფისკალური პოლიტკის ზოგიერთი მიმართულება

DOI:10.52340/ekonomisti.2025.04.08

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების შესწავლა-ანალიზი და არსებული პრობლემების დაძლევის გზების ძიება.  მიზნის მიღწევისათვის   ნაშრომის პირველ ნაწილში საქსტატის  და ილიაუნის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის სოციო-დემოგრაფიული გამოკვლვების  საფუძველზე განხილულია  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება. მეორე ნაწილში კი მოცემულია დემოგრაფიული პოლიტიკის გააქტიურებისთვის  დღეს არსბული ერთ-ერთი ფისკალური მექანიზმის გაუმჯობესების ჩვენეული შეხედულება.

ზემოაღნიშნული და სხვა სათანადო ინფორმაციის სისტემატიზება-შესწავლის შედეგად, - ქვეყნის მოსახლეობის (განსაკუთრებით ტიტულარული ნაციონალობის-ეთნიკური ქართველების);  მწვავე დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით გამოიკვეთა მოსაზრება დემოგრაფიული პროცესების ფინანსური სტიმულირების მიზანშეწონილობის შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის უკანასკნელი წლების კანონებისა და 2026 წლის კანონპროექტის მნიშვნელოვანი პარამეტრების განხილვის საფუძველზე გამოვლენილი საბიუჯეტო სირთულეების გათვალისწინებით, ქვეყნის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებისათვის საჭირო ფინანსების მობილიზების პროცესის გაუმჯობესებისათვის წარმოდგენილია მოსაზრება არარეზიდენტი-ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირების ქონების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის თაობაზე.

ქონების გადასახადის სრულყოფის შემოთავაზებული წესის ამოქმედების შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლებით დემოგრაფიული პროცესების მიზანმიმართული სტიმულირებისათვის მიგვაჩნია წარმოდგენილი მოსაზრების აღნიშნული მიზნების განმახორციელებელი სპეციალიზებული სახელმწიფო ფონდის შექმნა.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული პრობლემები, შობადობა, მიგრაცია, დეპოპულაცია, ,დემოგრაფიული კოლაფსი, საბიუჯეტო სირთულეები, ქონების გადასახადის სრულყოფა. 

შესავალი 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრლი) შემდგომ განვითარებულ იმ უმძიმეს მოვლენებს შორის, როგორიცაა: დროებით დაკარგული ტერიტორიები; რეალური ღირებულების განსაზღვრის გარეშე გაძარცვულ-განიავებული სახელმწიფო ქონება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალის (საშინაო და საგარეო) დაგროვება, გამორჩეული სიმწვავით დემოგრაფიული ტენდენციები ხასიათდება.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის წინაშე სადღეისოდ არსებულ პრობლემს შორის უმთავრეს ყურადღებას საქართველოს მოსახლეობის, (განსაკუთრებით ტიტულარული ნაციონალობის-ქართველების) დემოგრაფიული პრობლემების სიღრმისეული კვლევა და პრობლემების დაძლევის გზების ძიება საჭიროებს.

ევროპის და მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნების მსგავსად,საქართველოში ამჟამად ადგილი აქვს შობადობის დაბალ და მოკვდაობის შედარებით მაღალ დონეზე კვაზი-წონასწორობის ახალი ერას, რომლისთვისაც წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, მოსახლეობის პროგრესული და სტაციონალური სტრუქტურის ნაცვლად, ძირითადად, დამახასიათებელია მოსახლეობის რეგრესული-დაბერებული სტრუქტურა, მოკვდაობის გადამეტება შობადობაზე მიაღალი დონის მიგრაცია და აღინიშნება დეპოპულაცია. დეპოპულაცია ფრანგოლი სიტყვა და ნიშნავს გუკაცრიელებას, ანუ ამ თუ იმ ტერიორიაზე მოსახლეობის მიგრაციით დაცლას, შობადობის განულებით და მოკვდაობის ზრდით ბუნებრივ ამოწყდომას.  საქართველოში 2014 წლის აღწეით 260 გაუკაცრიებული სოფელი აღიწერა. ქვეყნის მასშტაბით ღმერთის წყალობით მასიურად დეპოპულაცია არ არის, მაგრამ დღეისათვის საქართველოში, ფაქტობრივად, დემოგრაფიული კოლაფსია, რაც ნიშნავს: ავტოქტონური მოსახლეობის დაბალ რეპროდუქციულ ქცევიდან გამომდინარე შობადობის „დაბერებით“ (ზემო ასაკობრივ ჯგუფებში შობადობის გადანაცვლება) გამოწვეულ რეგრესულ დემოგრაფიულ სტრუქტურას, მიგრაციის უარყოფითი სალდოს და, რაც მთავარია, ოჯახში  ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეუულობების გავრცელებით ტრადიციული სოციალურ-დემოგრაფიული ურთიერთობების მოშლით ოჯახის  კრიზისს (ოფიციალურ ქორწინებათა შემცირებას, განქორწინებათა ზრდას, ოჯახის არატრადიციული ალტერნატიული ფორმების გავრცელებას),  ოჯახის ეკონომიკურ დაცემას  და საერთოდ, სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების რეგრესს. აღნიშნულის დალევად აუცილებელია დემოგრაფიული პოლიტიკის   ეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური მექანიზმების ამოქმედება. 

მეთოდოლოგიური საკითხები და სტატისტიკის მორიტორინგი 

როგორც ცნობილია, საქართველოში „XX საუკუნიდან მოსახლეობის რიცხოვნობის დადგენა საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი  - 1989 წელს“ (საქართველოს დემოგრაფია), ხოლო ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა სამჯერ - 2002, 2014 და 2024 წლებში იქნა ორგანიზებული.

საქართველოს მოსახლეობის 1989; 2002 და 2014 წლების აღწერის შედეგებისა და 2024 წლის წინასწარი შედეგების შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური რიცხოვნობა, საბჭოთა პერიოდის ბოლო - 1989 წლის აღწერით დაფიქსირდა. კერძოდ: -„მოსახლეობა საქართველოს სსრ-ში 1989 წლის 12 იანვრის მდგომარეობით 5 443 359 კაცს“, ხოლო „ტიტულარული ნაციონალობა“ ქართველები „3 981 ათას კაცს შეადგენდა“ (მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა, 1989).

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესწავლა-ანალიზისათვის უაღრესად საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ ქვემოთ წარმოდგენილ 1 ცხრილში  დაფიქსირებული ტენდენციები. 

 ცხრილი 1.

საქართველოს მოსახლეობის 1989, 2002, 2014, და 2024 წლების აღწერის შედეგები 

 

    1989

    2002

      2014

     2024

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა.

ზრდა/კლება 1989 = 100%

5 443 359

100,0

4 371 535

80,31

3 713 804

68,23

3 914 000,0

71,9

ქართველები

ზრდა/კლება 1989 = 100%

3 981 000

100,0

3 661 173

91,97

3 224 564

81,0

_

_

წყარო:  მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989; საქართველოს მოსახლეობის 2002; 2014 წლების 

საყოველთაო აღწერის შედეგები, ხოლო 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგები.   

როგორც ცხრილიდან 1-დან  ვრწმუნდებით, 1989-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა 1 529 359 კაცით, ანუ 28,1%-ითაა შემცირებული, რაც მეტად მტკივნეულ ფაქტს წარმოადგენს. შექმნილ სიტუაციას სიმწვავეს ჰმატებს გასულ (2024) წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას გამოყენებული მეთოდოლოგია, რომლის შესაბამისად: - „აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტეროიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები“ („საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები“).

თუ რამდენად მართებულია საქართველოს მოსახლეობის აღწერის პროცესში “უცხო ქვეყნების მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების“ ჩართვა და რამდენად შეესაბამება მსგავსი მიდგომით (მეთოდოლოგიით) მიღებული, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებლები, ადრე ჩატარებული აღწერების მაჩვენებლებს ამაზე პასუხი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრეროგატივას წარმოადგენს.

თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ, „საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები“-ს შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტით, -3 914,0 ათასი კაცის ოდენობით დაფიქსირებული ქვეყნის მოსახლების რიცხოვნობა, 219,4 ათასი კაცით (5,94%) აღემატება, ამავე სამსახურის გამოცემულ: -„საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2024“-ის ტექსტში, 2025 წლის პირველი იანვრისათვის, (პრაქტიკულად 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პერიოდისათვის) 3 694,6 ათასი კაცის ოდენობით დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ (ზემოაღნიშნულ პუბლიკაციებში) ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნების შესახებ განსხვავებული მონაცემების არსებობა უნდა ვივარაუდოთ 2024 წლის აღწერის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგიით, (სხვა ქვეყნების მოქალაქეებისა და მოქალაქეების არმქონე პირების საქართველოს მოსახლეობისათვის მიკუთვნების პრაქტიკით არის გამოწვეული. თუმცა, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური განმარტების არარსებობა მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს მოსახლეობის რეალური რიცხოვნობის დადგენის შესაძლებლობას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების შესწავლის საქმეს.

აღნიშნულის პარალელურად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, აგრეთვე, იმ ფაქტს, რომ ამავე სამსახურის მიერ 2016-2024 წლებში გამოცემულ: -„საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული“-ს ტექსტებში ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ მონაცემები, 2014 წლის აღწერის შედეგებით არის წარმოდგენილი, სავსებით ნათელია აღნიშნული მიმართულებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სხვადასხვა გამოცემაში ერთი და იგივე პარამეტრის განსხვავებული ოდენობით წარმოდგენის ზემოაღნიშნული პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვემოთწარმოდგენილი ცხრილი 2-ის მონაცემები ძირითადად ერთი დოკუმენტის - „საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2024“-ს ტექსტებიდან არის მოპოვებული და აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული.

ცხრილი 2.                                                

საქართველოს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პარამეტრების დინამიკა

 (ათასი კაცი)

 

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

2022

2023

2024

მოსახლეობის რიცხოვნობა 1

იანვრის

მდგომარეობით

(ათასი)

ზრდა/კლება 2015=100%

 

 

 

 

    3 721,9

 

100,0

 

 

 

 

3 728,6

 

100,2

 

 

 

 

3 726,4

 

100,1

 

 

 

 

3 729,6

 

100,2

 

 

 

 

3 723,5

 

100,0

 

 

 

 

3 716,9

 

99,9

 

 

 

 

3 728,6

 

100,2

 

 

 

 

3 688,6

 

99,1

 

 

 

 

3 736,4

 

100,4

 

 

 

 

3 694,6

 

99,3

ცოცხლად დაბადებული (ათასი)

ზრდა/კლება 2017=100%

 

 

 

59,2

100,0

 

 

 

56,6

100,0

 

 

 

53,3

100,0

 

 

 

51,1

100,0

 

 

 

48,3

100,0

 

 

 

46,5

100,0

 

 

 

45,9

100,0

 

 

 

42,3

100,0

 

 

 

40,2

100,0

 

 

 

39,4

66,5

გარდაცვლება, (ათასი)

ზრდა/კლება 2017=100%

 

49,1

 

100,0

 

  50,8

 

100,0

 

47,8

 

100,0

 

46,5

 

100,0

 

46,6

 

100,0

 

  50,5

 

100,0

 

 59,9

 

100,0

 

49,1

 

100,0

 

42,8

 

100,0

 

44,0*

 

89,6

ბუნებრივი მატება

 10,1

5,8

5,5

4,6

1,6

-4,0

-14,0

-6,8

-2,5

-4,6

წყარო:  საქსტატისაქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2024“; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი. 

როგორც ცხრილი 2-დან ირკვევა, 2015-2024 წლებში ქვეყნის მოსახლეობა 27,3 ათასი კაცით არის შემცირებული. მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს უკანასკნელი ხუთი (2020-2024) წლის განმავლობაში, წინა ხუთი (2015-2019) წლისაგან განსხვავებით, ქვეყანაში არსებული მოკვდაოის მაჩვენებლის, შობადობის მაჩვენებელზე გადამეტების, ანუ ქვეყნის მოსახლეობის კლების (ბუნებრივი მატების არარსებობის) გამოკვეთილი ტენდენცია.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის კლების (ბუნებრივი მატების არარსებობის) პრობლემას მნიშვნელოვნად ამწვავებს ცხრილი 3-ით წარმოდგენილი მონაცემები, -1989-2024 წლებში ქვეყანაში მცხოვრები რეპროდუქციული ასაკის ქალების (15-49 წელი) (Women of reproductive age (15-49 years) რაოდენობის 529 043-ით (39,17% -ით შემცირების შესახებ.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი ეპოქისა და ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად შობადობის მასტიმულირებელი ფინანსური ბერკეტების გამოყენებაა მიჩნეული. ხოლო აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების ფორმირება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყანაში გარკვეული რაოდენობისა და კვალიფიკაციის შრომისუნარიანი მოსახლეობის არსებობას მოითხოვს.

ცხრილი  3. 

რეპროდუქციულ ასაკში (15-49 წელი) მყოფი ქალების რიცხოვნობა საქართველოში 

ასაკი

1989

2002

2014

2024

 

15-19

ზრდა/კლება 1989=100%

201 540

100,0%

177 351

88,0%

107 145

53,2%

95 100

47,2%

 

20-29

ზრდა/კლება 1989=100%

451 825

100,0%

324 333

71,8%

269 537

59,7%

211 500

46,8%

 

30-39

ზრდა/კლება 1989=100%

403 437

100,0%

327 397

81,2%

258 745

64,1%

271 100

67,2%

 

40-49

ზრდა/კლება 1989=100%

293 941

100,0%

331 278

112,7%

250 334

85,2%

244 000

83,0%

 

სულ 15-49 წ

ზრდა/კლება 1989=100%

1 350 743

100,0%

1 160 359

85,9%

885 761

65,6%

821 700

60,8

 

 წყარო:  საქართველოს მოსახლეობის 2002 და 2014 წლების საყოველთაო აღწერის შედეგები; საქსტატი, „საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2024“ 

ამ თვალსაზრისი აღსანიშნავია, რომ 2002-2024 წლებში საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის (ქალები 15-დან 59 წლის, ხოლო მამაკაცები - (15-დან 65 წლის ასაკობრივ დიაპაზონში) რიცხოვნობა 513 679 კაცით (18,68% - ით) არის შემცირებული.

ამასთან ერთად, ცალსახად იკვეთება შრომისუნარიანი მოსახლეობის „დაბერების“ პროცესი. საქმე ისაა, რომ საანალიზო პერიოდის განმავლობაში 15-დან 35 წლამდე ასაკს შრომისუნარიანი მოსახლეობის 381 819 კაცით, (29,45% - ით), ხოლო 35-დან 55 წლამდე ამავე კატეგორიის პირების 211 431 კაცით (17,71% - ით) შემცირების პირობებში, 79 321 კაცით, (53.28%-ით) ზრდის ტენდენციით მხოლოდ შრომისუნარიანი მოსახლეობის ასაკოვანი (55-დან 60 წლამდე) ნაწილი ხასიათდება.

არასასურველ ტენდენციებს კიდევ უფრო ამძიმებს, ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ 2024 წლის მონაცემების - 1989 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით, გამოვლენილი ტენდენციები. საქმე ისაა, რომ 1989 წლის აღწერით 3 039 000 კაცის ოდენობით დაფიქსირებული ქვეყნის შრომისუნარიანი (ქალები 16-დან 55 წლამდე, მამაკაცები 16-დან 60 წლამდე) მოსახლეობის რიცხოვნობა, 2024 წლისათვის 2 003 100 კაცამდე, ანუ 1 035 100 კაცით (34,1%) არის შემცირებული, რაც უადავოდ, საგანგაშო გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული.

როგორც აღვნიშნეთ, დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის ეფექტურ საშუალება ფინანსური სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღებას იმსახურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პარამეტრების უკანასკნელი წლების და მომავალი (2026) წლის, ტენდენციები.  

როგორც ანალიზიდან ირკვევა 2016-2026 წწ. განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც მთლიანი, ისე საგადასახადო შემოსავლების შესაბამისად 187,5% და 188,6% - ით ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ აღმატება ამავე პერიოდში, 171,0% -ით გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯების მაჩვენებელს. ეს ბიუჯეტის ანტიინფლაციური დატვირთვის ერთ-ერთ მახასიათებელია, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საანალიზო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტები პერმანენტულად  დეფიციტურია და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პარამეტრების, (მთლიანი და საგადასახადო შემოსავლების, ხარჯების) ზრდის მაჩვენებლებს ბევრად აღემატება საშინაო ვალის ზრდის მაჩვენებელი.

სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო და საგარეო ვალების ზრდის და ასევე, ახალი ვალების აღებით, ძველის გადახდის რეალობის გათვალისწინებით, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების დაძლევისათვის საჭირო ფინანსური სახსრების არსებობა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების პროცესის სრულყოფას მოითხოვს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია  საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებული (იხ. ცხრილი 5) ქვეყნის ვალდებულებები, სადაც მთლიანი ვალის კლებისათვის განკუთვნილია - 2 918 761 ათასი ლარი, ამავე დოკუმენტით, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის განკუთვნილია - 2 576 809 ათასი ლარი და მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვისათვის  - 2 036 195 ათასი ლარი. ეს მიუღებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი ვალის კლებისთვის გამოყოფილი თანხა ბევრად მეტია, ვიდრე ზემოაღნიშნული სტრუქტურების საბიუჯეტო დაფინანსება. 

   დემოგრაფიული ვითარების მოკლე ანალიზი

გარდაცვალებამდე, 1985 წლის 17 ოქტომბერს. ჟრნალისტ ნ. ჯორბენაძესთან მიცემულ ბოლო  ინტერვიუში,  საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებში ჩახედული აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი თითქოსდა  გვაფრთხილებდა ქვეყნაში მოსალოდნელი დეპოპულაციის შესახებ .ანდერძად დატოებული „ნებით ნუ გადავშენდებით (  2025გვ.6 ზარის რეკვას ჰგავს. 

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი ფორმირების (მატების-კლების) ძირითად კომპონენტს თუ 1960-1991 წლებში ბუნებრივი მატება წარმოადგენდა, 1992 წლიდან დღემდე იგი  მიგრაციამ შეცვალა და. დღეისათვის მიგრაცია გახდა მოსახლეობის (განსაკუთრებით ავტოქტონურის) ცვლილებბის ძირითადი წყარო. შესაბამისად, 1990-იან წლებთან შედარებით, დაახლოებით 1/3-ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა. ამ ფონზე 40%-ით შემცირდა 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 17 პროცენტით.  მოხუცების თანაფარდობამ ბავშვების რაოდენობასთან  37.4%-დან 71.1%-მდე მოიმატა და მიმდინარეოს დემოგრაფიული დაბერების პროცესი. ამჟამად ყოველ 1000 საპენსიო ასაკის პირზე საქართველოში მოდის 4-ჯერ ნაკლები 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ვიდრე თურქეთში; შესაბამისად, 3-ჯერ ნაკლები – ვიდრე აზერბაიჯანში და 1.8-ჯერ ნაკლები – ვიდრე სომხეთში. (ა. სულაბერიძე. ი.არჩვაძე ოჯახის დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში.2023 გვ.12-38)

 აღსანიშნავია, რომ განვლილ სამ ათეულზე მეტი წლის მანძილზე, ყოველ ხუთიდან ოთხ წელიწადში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საჭირო დონეს ჩამორჩებოდა. აღნიშნული კოეფიცენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის საკმარის დონეზე (2.1 ბავშვი)  მაინც რომ ყოფილიყო, საქართველოში დაიბადებოდა ფაქტობრივზე 272 ათასით (18.4%-ით) მეტი ბავშვი, ანუ რაოდენობით იმაზე გაცილებით მეტი, რამდენიც ცხოვრობს ამჟამად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. (ა, სულაბერიძე, ი,არჩვაძე იქვე)

2025 წელს საქართველოში დაიბადა მხოლოდ 39 483ათასი ბავშვი, გარდაიცვალა 43 971ათას კაცსი. შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ -4 488კაცს მიაღწია. ამასთან, მოსახლეობის მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 71.6 ათასი კაცი შეადგინა. ბოლო  წლებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მასშტაბები აჭარბებებდა ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობას. მთლიანობაში, 2023 წლის შობადობის მაჩვენებელი ფარავდა გარდაცვალებათა და საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი სალდოს ჯამური სიდიდის მხოლოდ 35.2 პროცენტს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2012 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 62.2 პროცენტს. (ა, სულაბერიძე, ი,არჩვაძე იქვე)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქვეყანაში არსებულ  დემოგრაფიულ ვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს მიგრაცია. 1990-იან წლებში მოსახლეობის გარე მიგრაციის შედეგად, ქვეყანამ გაცილებით მეტი დანაკლისი განიცადა, ვიდრე წინა 30-წლიან (1960-90 წწ.) პერიოდში, რის შედეგადაც 1990-2000 წწ. გარე მიგრაციის გამო ქვეყნაში მოსახლეობის რაოდენობა 19%-მდე (1026 ათასი კაცით) შემცირდა. ემიგრაციის შედგად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წლისთვის ისტორიული მინიმუმი (3688.6 ათასი კაცი) შეადგინა, თუმცა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მიგრაციის დადებითი სალდოს შედეგად 2023 წლისთვის 47.6 ათასით ისევ გაიზრდა და 3736.4 ათასი კაცი შეადგინა.  აღნიშნულს  ქვეყნის დემოგრაფიული და რელიგიური სტრუქტურის ცვლილებები მოჰყვა და ქვეყანა მაღალი რეპროდუქციული ქცევის მქონე ბუდიზმის, ინდუიზმის და ისლამის მრწამსის მიმდევარი იმიგრანტების გარემოში  მოექცა.(ა, სულაბერიძე, ი,არჩვაძე იქვე)

დღისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიცემული აქვს 94 სახელმწიფოს მოქალაქეს. მიუხედავად ვიზის არქონისა, საგანმანათლებლო და ტურისტული ვიზით ზოგიერთი ქვეყნებიდან მაინც შემოდიან საქართველოში და რჩებიან გაურკვეული ვადით და მეტ-ნაკლებად ინტეგრირდებიან საქართველოს მოსახლეობასთან.

საქსტატის თანახმად, ბოლო 21 წელიწადში (2012-2023 წწ.) საქართველოში შემოვიდა 1 244 361 იმიგრანტი (მ.შ  უმეტესობა არალეგალი) რომელთაგან საერთო ჯამში 67.1% დაბალი რეპროდუქციული ქცევის მქონე ქრისტიანული ქვეყნების, ხოლო მესამედი - 32.9% საერთო ჯამში მაღალი რეპროდუქციული ქცევის მქონე მუსულმანური, ბუდიზმის და ინდუიზმის მრწამსის მქონე  რელიგიების მიმდევარი  ქვეყნების იმიგრანტები არიან.

მიხედავად ეროვნული და რელიგიური შეუთავსებლობისა, ქართველთა ტოლერანტობიდან გამომდინარე,  არაქრისტიანული რელიგიის მქონე იმიგრანტებმა დაიმკვიდრეს საქართველოში საკუთარი ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში. ინტეგრაციის ორმხრივ პროცესში, იმიგრანტები ადაპტირდნენ და მეტნაკლებად შეიცვლენ. შესაბამისად, გარკვეულწილად შეიცვალა მასპინძელი საზოგადოებაც და თავის მხვრივ განვითარდა: სტრუქტურული, აკულტურული, ინტერაქტიური და იდენტიფიკაციური  ინტეგრაციები (Holland, C. Martin, E. 2015:23-42). წარმოიქმნა ჩინური, ინდური, თურქული და ირანული დიასპორები; ქართველი მოსახლეობის ტოლერანტული ბუნებიდან გამომდინარე, მათი სეგრეგაციის ნაცვლად ინტეგრაციის პროცესი პრევალირებს.   

 მომავალში იმიგრანტთა რაოდენობრივ ზრდასთან ერთად სექტორული ინტეგრაციის განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთს შორის დადებული  სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების და შუა დერეფანთან ერთად ანკლიის პორტის სრული ამოქმედება. გაუარესდება.(ასულაბერიძე საქასრთველოს იმიგრანტთა ინტეგრაციისა და მულტიკულტურიზმის ეპოქალური პოსტულატები. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიები ეკონომიკური მეცნიერიმერა  და საქართველოს ეკონომიკა ტ,1გვ,414-427 2026

იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის უარყოფითი სალდო იყო და რჩება საქართველოს მოსახლეობის კლების მთავარ განმსაზღვრელ პირობად (2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 31.4 ათასით (თითქმის 1.8-ჯერ) გადააჭარბა ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობას), მაშინ როდესაც წინა, 2022 წელს ამგვარი „გადაჭარბება’’ მხოლოდ 4.5 ათასს შეადგენდა, დეპოპულაციის დაძლევის სიმძიმის ცენტრი უნდა გადატანილ იქნას შობადობის და ბუნებრივი მატების არსებით ზრდაზე, რაშიც გადამწვეტი  ოჯაში ეკონომიკური  ბერკეტების, კერძოდ, ფისკალური მექანიზმების ამოქმედებაა.

ამასთან, რეალობას წარმოადგენს ისიც, რომ საქართველოს დემოგრაფიულ განვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს და შემდგომშიც მოახდენს ე.წ. დემოგრაფიული ტალღა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაუარესდება დღეისათვის უკვე დეფორმირებული  მოსახლეობის რეგრესული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალთაგან შესაძლოა ზოგიერთი არ გათხოვდეს, ან უშვილოდ დარჩეს, საქართველოს რეპროდუქციული პოტენციალი, დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდება (ა. სულაბერიძე. ი.არჩვაძე ოჯახის დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში.2023 გვ.12-38)

არსებული დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის ფისკსლური მიმართულება 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების პროცესის სრულყოფის აუცილებლობას, ასევე ადასტურებს ცხრილ 4-ში წარმოდგენილი ტენდენციები, რომელთა შესაბამისად, 2016-25 წლებში ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მომსახურების ნაწილის, კერძოდ ადრე აღებულ საგარეო ვალებზე დარიცხული და ყოველწიურად გადასახადელი მხოლოდ პროცენტის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ამავე პერიოდის ქვეყნის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს (იხ. ცხრილი 6).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების დაძლევისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისათვის, სრული პასუხისმგენლობით შეიძლება ითქვას, რომ „მოცემულ ეტაპზე საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მხოლოდ იმ მიმართულებების განხილვა-ამოქმედებაა მიზანშეწონილი, რაც არ უკავშირდება გადასახადების რიცხოვნების და განაკვეთების ზრდას და არ განაპირობებს სამეწარმეო ხარჯების საყოველთაო ზრდის კვალობაზე, ქვეყნის ეკონომიკის გადახდისუნარიანი მოთხოვნის არსებით შემცირებას“ (ჭელიძე ლ.,  ჭელიძე დ. 2024).

ცხრილი 4.

საქართველოს მშპ-ის და სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურების-პროცენტის გადახდის დინამიკა      (მლნ ლარი)


წყარო
: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

ამრიგად, ქვეყანის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის რეალურ მიმართულებად სავსებით ლოგიკურია: „უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში არსებული და სულ უფრო მზარდი უძრავი ქონების დაბეგვრის წესის სრულყოფა  იქნეს მიჩნეული“ (ჭელიძე ლ.,  ჭელიძე დ. (2024) .

როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე უძრავი ქონების (გარდა მიწისა) მფლობელ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება იმ შემთხევებში ეკისრებათ, როცა მათი და მათი ოჯახების წევრების ჯამური შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში მიაღწევს ან გადააჭარბებს 40 000 ლარს.

ამასთან ერთად, ამავე კოდექსის, მე-100 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-80 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, არარეზიდენტი ფიზიკური პირების ერთობლივ შემოსავლად მიიჩნევა, აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში, როგორც საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ისე საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან კავშირში არმყოფი წყაროდან მიღებული შემოსავალი.

თუ  მხედველობაში მივიღებთ ჩამოთვლილი წყაროებიდან (მათ შორის ინტერნეტ ვაჭობის და/ან მიმსახურების შედეგად) მიღებული შემოსავლების რეალური ოდენობების დადგენის თვალსაზრისით არსებულ სირთულეებს, აბსოლუტურად ცხადია, რაოდენ ხელსაყრელ პირობებში იმყოფებიან საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი უცხო ქვეყნის არაკეთისინდისიერი მესაკუთრეები, რომლებსაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დამალვის ან არასრულად ჩვენების გზით, შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკულად გართულების გარეშე თავი აარიდონ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას.

აღნიშნულის პარალელურად თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ:

-საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი უცხო (მათ შორის ოკუპანტი) ქვეყნის მოქალაქეები სრულად სარგებლობენ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთეებით, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის მოსახლეობის მიერ (მათ შორის მრავალშვიალიანი და/ან ძვირად ღირებულ მკურნალობას დაქვემდებარებული ავადმყოფების ოჯახის წევრი) გადახდილი გადასახადებით (ქონების გადასახადის ჩათვლით) ფინანსდება, ცალსახად იკვეთება ის უსამართლო და აბსურდული სიტუაცია, რომლის პირობებშიც მდიდარი (მათ მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებით თუ ვიმსჯელებთ) არარეზიდენტი-ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები  ექცევიან (თუნდაც კანონდარღვევით) ბევრად შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში ვიდრე გაცილებით ნაკლები შემოსავლის მქონე ქვეყნის მოქალაქე რეზიდენტი ფიზიკური პირები იმყოფებიან. 

დასკვნა 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი არარეზიდენტი-ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირების მიმართ დაწესდეს ქონების (გარდა მიწისა) გადახდის გადახდის ვალდებულება, კალენდარული წლის განმავლობაში მათ და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობის მიუხედავად.

აღნიშნული პირების დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: „უძრავი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 და არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით“.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებებს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმის ამოქმედება:

-აღმოფხვრის არარეზიდენტი-ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირების მიმართ ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) გადახდის თვალსაზრისით შექმნილ ზემოაღნიშნულ უსამართლობას;

-არ იწვევს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების დარღვევას, რადგან ითვალისწინებს არსებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედების არეალის ზრდას და არ უკავშირდება არც ახალი გადასახადის შემოღებას და არც არსებული საგადასახადო განაკვეთების ზრდას, მასზე მსჯელობის დაწყება, ჩვენი აზრით სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მით უმეტეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი დებულებები ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადის სახით ქვეყნის სავარაუდოდ გაზრდილი შემოსავლების ნაწილი გამოყენებული უნდა იქნეს ქვეყანის დემოგრაფიული პრობლემების დაძლევისათვის.

ამასთან ერთად, ქვეყანაში არსებული რეალობის, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის მრავალრიცხოვანი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისათვის დამახასიათებელი შობადობის განსხვავებული ტრადიციების, აგრეთვე ქონების, როგორც ადგილობრივი გადასახადის მუნიციპალიტეტების საკუთრებად მიჩნევის წესის გათვალისწინებით, ქონების გადასახადის სახით მობილიზებული სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

-საქართველოს ისტორიული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების, მათ შორის, დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის, სახელმწიფო ენისა და ტრადიციების აღორძინების სპეციალიზებული სახელმწიფო ფონდის შექმნა;

-არარეზიდენტი-ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირების მიერ შემოთავაზებული წესით გადახდილი ქონების გადასახადის, მუნიცეპალიტეტების ბიუჯეტებსა და საქართველოს ისტორიული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების სპეციალიზებული სახელმწიფო ფონდის ანგარიშებს შორის განაწილებისათვის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ასახვა ჰპოვოს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების ახალმა წესმა;

-საქართველოს ისტორიული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების სპეციალიზებულმა სახელმწიფო ფონდმა ფუნქციონირების პირველივე ეტაპზე,  დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების მიღება-ამოქმედება. ყურადღება იქნეს გამახვილებული ფონდის ერთ-ერთი ძირითად ამოცანად მიჩნეულ საქართველოს სახელმწიფო ენის მხარდაჭერის მიმართულებაზე და აღნიშნული მიმართულების ფარგლებში ქართულენოვანი (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზურენოვანი) ოჯახების მესამე და შემდგომი შვილებისათვის ყოველთვიური სტიპენდიების (გარკვეული ასაკის მიღწევამდე) დაწესების საკითხზე.  

ლიტერატურა:

(ა. სულაბერიძე. ი.არჩვაძე ოჯახის დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში.2025 გვ.12-38)

ა სულაბერიძე საქასრთველოს იმიგრანტთა ინტეგრაციისა და მულტიკულტურიზმის ეპოქალური პოსტულატები. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიები ეკონომიკური მეცნიერიმერა  და საქართველოს ეკონომიკა ტ,1გვ,414-427 2026

ტუხაშვილი მ., შელია მ. (2019). დიასპორები საქართველოში: რიცხოვნობა და სტრუქტურა. https://gruni.edu.ge/uploads/files/ University/Conference/ V_Nationaჭელიძე ლ., ჭელიძე დ. (2024). საგადასახადო შემოსავლების მობილიზების პროცესის სრულყოფისათვის.  ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიებ“, #3,  გვ. 26-34

•  ვიკიპედია (1989). მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა https://ka.wikipedia.org/wiki/ 

• საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (2003). საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I, თბილისი

• საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (2014). საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა  https://www.geostat.ge/ ka/modules/categories/739/ demografiuli-da-sotsialuri makhasiateblebi

• საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (2024).  საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები  https://census2024.geostat.ge/ka/results

•  საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული - 2024

• საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ (2025). საქართველოს ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები

• საქართველოს 2016-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. მარეგულირებელი ნორმები. საქართველოს კანონების VIII თავი.

• საქართველოს დემოგრაფია https://ka.wikipedia.org/wiki/

• საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/

• საქართველოს ეროვნული ბანკი https://nbg.gov.ge/

• საქართველოს ფინანსთა სამინისტრო https://mof.ge/

• Women of Reproductive Age (15-49 years) World Health Organization https://platform.who.int/data/maternal-newborn-child-adolescent-ageing/indicator-explorer-new/mca/women-of-reproductive-age-(15-49-years)-population-(thousands) 

 References:

•A. Sulaberidze; I. Archvadze. The Demographic and Socio-Economic Situation of Families in Georgia. 2025, pp. 12–38.

•A. Sulaberidze. Epochal Postulates of Immigrant Integration and Multiculturalism in Georgia.

•In: Scientific articles dedicated to the 70th anniversary of Academician Vladimir (Lado) Papava.

•Economic Science and the Economy of Georgia, Vol. 1, pp. 414–427, 2026.

•Tukhashvili, M.; Shelia, M. (2019). Diasporas in Georgia: Size and Structure.

https://gruni.edu.ge/uploads/files/University/Conference/V_Nationa

•Chelidze, L.; Chelidze, D. (2024). On Improving the Process of Mobilizing Tax Revenues.

Journal “Science and Technologies”, No. 3, pp. 26–34.

•Wikipedia (1989). All-Union Population Census.

https://ka.wikipedia.org/wiki/

•State Department of Statistics of Georgia (2003). Results of the First National General Population Census of Georgia (2002).

Volume I, Tbilisi.

•State Department of Statistics of Georgia (2014). General Population Census of Georgia.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/739/demografiuli-da-sotsialuri-makhasiateblebi

•State Department of Statistics of Georgia (2024). Preliminary Results of the 2024 Population and Agricultural Census of Georgia.

https://census2024.geostat.ge/ka/results

•Statistical Yearbook of Georgia – 2024

•On the State Budget of Georgia (2025). Main Economic and Financial Indicators of Georgia.

•On the State Budget of Georgia for 2016–2025. Regulatory Provisions. Chapter VIII of the Laws of Georgia.

•Demography of Georgia

https://ka.wikipedia.org/wiki/

•Parliament of Georgia

https://parliament.ge/

•National Bank of Georgia

https://nbg.gov.ge/

•Ministry of Finance of Georgia

https://mof.ge/

•Women of Reproductive Age (15–49 years) – World Health Organization https://platform.who.int/data/ maternal-newborn-child-adolescent-ageing/indicator-explorer-new/mca/ women-of-reproductive-age-(15-49-years)-population-(thousands) 


토토사이트슬롯사이트바카라사이트카지노사이트토토사이트링크모음토토사이트바카라사이트No Deposit Free Spins Bonus카지노사이트토토사이트토토사이트바카라사이트카지노사이트토토사이트카지노사이트바카라사이트토토사이트카지노사이트바카라사이트토토사이트토토사이트토토사이트카지노사이트바카라사이트토토사이트바카라사이트카지노사이트메이저놀이터토토사이트바카라사이트카지노사이트카지노사이트바카라사이트토토사이트hacklink satış바카라사이트토토사이트바카라사이트카지노사이트토토사이트토토사이트Velkomstbonus@BL4CKHatSeo telegram Backlink seoVelkomstbonus@BL4CKHatSeo telegram Backlink seo바카라사이트토토사이트바카라사이트카지노사이트슬롯사이트@BL4CKHatSeo telegram Backlink seoVelkomstbonus토토사이트hacklink satışbacklink satışhacklink satışbuy hacklinksbuy hacklink토토사이트casibom giriş토토사이트바카라사이트카지노사이트velkomstbonusoddsbonuserสล็อตสล็อตเว็บตรงสล็อตวอเลทสล็อตสล็อสล็อต pgเว็บพนันออนไลน์เว็บแทงบอลสล็อตเว็บตรงสล็อตสล็อต pgเว็บพนันออนไลน์เว็บแทงบอลสล็อตเว็บตรงสล็อตออนไลน์สล็อตสล็อตเว็บตรงเว็บพนันออนไลน์สล็อต pg เว็บตรง แตกหนักสล็อตสล็อตเว็บตรงเว็บพนันออนไลน์สล็อต pg เว็บตรง แตกหนัก토토사이트바카라사이트카지노사이트สล็อตสล็อต | สล็อตเว็บตรง | เว็บพนันออนไลน์ | สล็อต pg เว็บตรง แตกหนัก토토사이트สล็อตแตกง่าย@BL4CKHatSeo telegram Backlink seo토토사이트สล็อต pg เว็บตรง แตกหนัก토토사이트토토사이트casibom giriş토토사이트바카라사이트카지노사이트토토사이트호빠토토사이트바카라사이트카지노사이트토토사이트@BL4CKHatSeo telegram Backlink seohacklink satışhacklink panelhacklink alcasibom giriş@BL4CKHatSeo telegram Backlink seohacklink satışcasibom girişcasibomสล็อต pg เว็บตรง แตกหนักhacklink satış바카라사이트hacklink satışhacklink panel토토사이트토토사이트카지노사이트카지노사이트hacklink satışhacklink satışcasibom girişcasibom giriş