ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
შოთა აბზიანიძე ∘
თენგიზ ვერულავა ∘
კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ახალგაზრდებს შორის საქართველოში 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Shota.Abzianidze/Tengiz.Verulava რეზიუმე საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ეროვნული და გლობალური კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მზრდი ტენდენციები და კონტროლის მექანიზმების კომპქლესურობა. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ მიმართულებით ახალგაზრდები არიან. ნარკოტიკული საშუალებების ნაადრევი მოხმარების პრაქტიკა, მოზარდის და ახალგაზრდი განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკული შაშულებების მოხმარება ახალგაზრდებს შორის, კანაბინოიდები კი ისევ ყველაზე ფაროდ გავრცელებულ ნარკოტიკად რჩება გლობალურ ასპარეზზე. საქართველოში, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებებითა და სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების, კერძოდ კი კანაბინოიდების მიმართ პოზიციის ლიბერალიზაციამ შეცვალა სიტუაცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კუთხით. ძალიან მწირი რაოდენობით მოიპოვება კვლევები იმის შესაფასებლად თუ რამდენად შეიცვალა სიტუაცია საკანონმდებლო ცვლილებებამდე და ცვლილებების შემდეგ. სწორედ არნიშნული ინფორმაციის და სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა გახდა მთავარი მოტივატორი წინამდებარე კვლევის ჩატარებისა, რათა შემდგომში შესაძლებელი გახდეს პოლიტიკის დაგეგმვისას მონაცემთა შედარების შესაძლებლობა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს 19-29 წლის საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებში, კანაბინოიდების ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების სიხშირის, თავისებურებების და კორელაციაში მყოფი ფაქტორების შესწავლა. კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომში წარმოდგენილია რაოდენობრივი ტიპის კვლევა, რომელიც ჩატარდა ონლაინ გამოკითხვის პრინციპით, 27 დახურული კითხვარით. რესპოდენტთა შერჩევის მეთოდად გამოყენებულია შერჩევა ხელმისაწვდომობის მიხედვით (convenience sampling). კითხვარი შეიქმნა Google Forms-ის გამოყენებით, ხოლო მონაცემტა დამუშავებისათვის SPSS და Microsoft Excel პროგრამები. კვლევის შედეგები: კვლევაში მონაწილეობა მიიღო 447 რესპოდენტმა, რომელთაგან თამბაქოს მოიხმარდა 42% (კაცების 56% და ქალების 30 %). ალკოჰოლის მოხმარებელია რესპოდენტთა 77% (კაცების 85% და ქალების 70%). ნარკოტიკული საშუალებებიდან გამოკითხულთა 39% მოიხმარდა კანაბინოიდებს სხვადასხვა ინტენსიობით ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათ შორის 18% რეგულარულად (მამაკაცების 50% და ქალების 16%). ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს მოიხმარდა 13% (კაცების 22% და ქალების 7%). დისკუსია, დასკვნა: სქესობრივ ჭრილში, მომხმარებელთა შორის როგორც კანაბინოიდების ისე ჰალუცინოგენების კუთხით ჭარბობენ მამაკაცები და მათი წილი 70%-ზე მეტია, ასევე განსხვავებაა თავად სქესის მიხედვით მოხმარებაშიც სადაც მამაკცების შორის მოხმარება რამდენჯერმე აღემატება სამივე ტიპის სუბსტანციის შემთხვევაში ქალებს შორის მოხმარებას. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოხმარებელთა უმრავლესობა სამივე ტიპის სუბსტანციიის შემთვევაში, პარალელურად მოიხმარს ალკოჰოლსა და თამბაქოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური წრე. ნარკოტიკული სუბსტანციის მოხმარების შემთხვევაში ჭარბობენ ის ადამიანები ვის ირგვლივაც არსებობს მოხმარების პრაქტიკა. ინფრომაციას ყველაზე მეტად ადამიანები ნარკოტიკული საშულებების შესახებ ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და სამეცნიერო სტატიების საშულებებით იღებდნენ. რაც შეეხება მაპროვოცირებელ ფაქტორებს, ყველაზე ხშირად მეგობრის ზეგავლენა, პირადი ინტერესი და გართობის სურვილი დასახელდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნარკოტიკულისაშუალებების მოხმარების კუთხით სიტუაციის გაუმჯობესებას, მოსახლეობის ინფორმურებლობის ამაღლებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლის გაზრას მენტალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. შესავალი ნარკოტიკული საშუალებები სულ უფრო მრავალფეროვანი, საშიში და რთულად კონტროლირებადი ხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 2022 წლის ნარკოტიკული საშუალებების ანგარიშის მიხედვით, 2020 წლისთვის 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 5.6%, ანუ ყოველი 1 ადამიანი 18-დან, მოიხმარდა ნარკოტიკული საშუალებებს ბოლო 12 თვის განმავლობაში; აღნიშნული ციფრი 26%-თ ნაკლები იყო 2010 წლისთვის და შეადგენდა 226 მილიონს. (Lemahieu & Carpentier, 2022). იმავე ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკულ საშაულებებს შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული კვლავ კანაბინოიდების პროდუქტებია, რომელსაც ქვეყნების 40% ასახელებს ძირითად ნარკოტიკულ საშუალებად, ხოლო 33%-ში იგი დაკავშირებულია ნარკოტიკული საშაულებებით გამოწვეული სამედიცინო ქეისების უმეტესობასთან. კანაფის მოხმარების ზრდასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში იმატა მასთან დაკავშირებულმა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა და სუიციდის ფაქტებმა. მიუხედავად იმისა რომ, კანაფი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით, პირდაპირი ეფექტის თვალსაზრისით, ნაკლებად ზიანისმომტანია ადამიანისთვის, იგი წარმოადგენს ერთგვარ მაპროვოცირებელ სუბსტანციას, რომელიც ასტიმულირებს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ნარკოტიკული საშულებების, განსაკუთრებით კი კანაბინოიდების მოხმარების კუთხით. 2014 წელს ზედოზირებასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მოეხსნა ზედოზირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა დროული სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას. 2015 და 2018 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვვეტილებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით განხორციელდა კანაბინოიდების პროდუქტების ფაქტრობრივი დეკრიმინალიზაცია. (სერგეენკო, 2014; ვარძელაძვილი და სხვ. 2015; ტურავა და სხვ. 2018). სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილებები, აუცილებლად იქონიებს გავლენას ნარკოტიკული საშულებების მოხმარებაზე, თუმცა, რთულია ზუსტი ან მიახლოებითი ეფექტის განსაზღვრა, რადგან კანონის მიღებამდე და მისი მიღების შემდგომ მწირი რაოდენობით მოიძიება რეპრეზენტატული კვლევები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პერიოდული მონიტორინგი, რათა მათზე დაყრდნობით მოხდეს სიტუაციიის შეფასება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და ასევე სამომავლოდ საშულება მიეცეთ მკვლევარებსა და დაინტერესებულ პირებს შეადარონ მიმდინარე სიტუაცია წარსულში არსებულს. კვლევის მიზანია საქართველოში 19-29 წლის ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების სიხშირის, თავისებურებების, მაპროვოცირებელი და კორელაციაში მყოფი ფაქტორების შესწავლა. ჩვენი კვლევა კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კუთხით არსებულ სიტუაციას ახალგაზრდა მოსახლეობაში და გარკვეულწილად შეავსებს სამეცნიერო კვლევების დანაკლისს ნარკოტიკული საშულებების მოხმარების მიმართულებით. ლიტერატურის მიმოხილვა ნარკოტიკული ნივთიერებების ე.წ. ბაზარი სწრაფად იცვლება და ივსება ახალი ნარკოტიკულლი საშუალებებით, იხვეწება მათი გავრცელების გზები, ფართოვდება ასაკობრივ-გეოგრაფიული მოცვა. შეუძლებელია, დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ნარკოტიკული საშულებების ზუსტი რაოდენობების დადგენა, თუმცა მათი კლასიფიკაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიხედვით 7 ჯგუფად ხდება: ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემის) დეპრესანტები, ცნს სტიმულატორები, ჰალუცინოგენები, დისოციაციური ანესტეტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიიკები, ინჰალანტები და კანაბინოიდები. (Crean, Naidis, & Ifeagwu, 2016) ნაშრომში ზემოთაღნიშნული ჯგუფებიდან განხილული იქნება სამი ჯგუფი: კანაბინოიდები, სტიმულატორები, და ჰალუცინოგენები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხევით, კანაფი განმარტებულია როგორც კანაფის მცენარის ყვავილოვანი ან ყვავილობაში მყოფი ნაწილი (თესლისა და ღეროს გამოკლებით) რომლიდანაც არ არის ექსტრაქტირებული კანაფის ზეთი. კანაფისგან ძირიტადად იწარმოება რამოდენიმე პროდუქტი კანაფის ფისი, კანაფის რეზინი და გამხმარ მდგომარეობაში მყოფი კანაფის მცენარის ყვავილი. თუმცა თავად ჯგუფი კანაბინოიდების თავის თავში, კანაფთან ერთად აერთიანებს სინთეტურ კანაბინოიიდებსაც, რომლებიც წარმოადგენენ ქიმიურ საშუალებებს კანაფის მსგავსი ეფექტის მისაღწევად. (Crean, Naidis, & Ifeagwu, 2016, გვ. 3-4) რაც შეეხება სტიმულატორებს, ისინი წარმოადგენენ ძირითადად სინთეზური გზით მიღებულ ნივთიერებებს, რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDMA (ექსტაზი). ამ ნივთიერებებს მასტიმულირებელი ეფექტი აქვთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გავლენას ახდენენ მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმისტერების დონესა და მოქმედებაზე როგორიცაა: დოპამინი, ნორეპინეფრინი და სეროტონინი. მათი მოქმედება, იწვევს სხვადასხვა ხასიათის ცენტრალლური ნერვული სისტემის აგზნებას. (Crean, Naidis, & Ifeagwu, 2016, გვ. 33-34) მესამე ჯგუფი, ჰალუცინოგენები, წარმოადგენს როგორც ბუნებრივი ისე სინთეზური გზით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებეს, რომლებიც იწვევენ ცნობიერების, აღქმის, აზროვნების და შეგრძნების შეცვლილ, არალეალურ მდგომარეობას, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ვიზუალური თუ აუდიო ჰალუცინაციები. ისინი ასევე მოიხსენიებიან როგორც „ფსიქოდელიკები“, რომელთა ეფექტი რეალობის დამახინჯებას გულისხმობს. ჰალუცინოგენები იყოფიან ორ ჯგუფად: ტრიპტამინები (მაგ., (+)-ლიზერგიდი [LSD] და ფსილოცინი) და ფენეთილამინი (მაგ., მესკალინი და 25B-NBOMe). (Crean, Naidis, & Ifeagwu, 2016, გვ. 47-48) იმისათვის რომ უკეთ გავიაზროთ თუ რა მასშტაბის პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომელიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და პარალელურად იზრდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მოცვაც, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კუთხით, ტენდენციებისა და რეგიონალული თავისებურებების შეფასებისთვის, საკვანძო როლს ასრულებენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ნარკოტიკული საშულებების მოხმარებას საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ამფეტამინის ტიპის სტიმულანტორების მოხმარება, 1998 წლის მონაცემით შეადგენდა დაახლოებით 10 ტონას წლიურად, ხოლო 2020 წლის მონაცემით იგი აჭარბებს 500 ტონას. როგორც ვხედავთ, მსოფლიოს მასტაბით, მოხმარება დაახლოებით 50-ჯერ არის გაზრდილი, რაც მეტად საყურადღებო ტენდენციის მანიშნებელია. ზრდა ფიქსირდება, როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, ევროპის კონტინენტზე, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორების მოხმარება 2010 წლისთვის 6-7 ტონას შეადგენდა წლიურად, ხოლო 2020 წლის მონაცემებით აღნიშულმა მონაცემმა 40 ტონას გადაჭარბა. ჩრდილოეთ ამერიკაში მეტამფეტამინის ტიპის სტიმულატორების მოხმარება 2010 წლისთვის 25 ტონას შეადგენდა,ხოლო 2020 წლისთვის 165 ტონამდე გაიზარდა. (United Nations publication, 2022). ასევე ძალიან საყურადღებოა, ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარებით ზედოზირების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენცია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის მონაცემებით დაფიქსირდა 2000 შემთხვევა, ხოლო 2020 წლის მონაცემებით შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს მიაღწია (Lemahieu & Carpenter, 2022). რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, 15-64 წლის ასაკობრივი კატეგორის 34 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 0.7% ამფეტამინის მომხმარებელია ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო ექსტაზის მომხმარებელია მსოფლიო მოსახლეობის 0.4% ანუ 20 მილიონი ადამიანი. თუ შევადარებთ 2010 წლის მონაცემებს, ამფეტამინის მომხმარებლების რაოდენობა თითქმის იდენტურია (33 მილიონი 2010 წელს). თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებს, მნიშვნელოვნად შეცვლიდა აზიის კონტინენტის რეალური მონაცემების ცოდნა, რადგან ყველა კრიტერიუმით ამ კონტინენტზე მოხმარება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (Lemahieu & Carpenter, 2022). კანაბინოიდების ტიპის პროდუქტების შემთხვევაშიც, ისევე როგორც სტიმულატორების და ფსიქოაქტიური ნივთიებებების მიმართულებით, ფიქსირდება გლოიბალური მოხმარების დრამატული ზრდა. კერძოდ, კანაფი რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებად, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4 % მოიხმარს. 2010 წელს კანაფს მოიხმარდა 170 მილიონი ადამიანი, ხოლო 2020 წელს აღნიშნული მონაცემი 209 მილიონამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 23%-იანი ზრდაა და მიანიშნებს საყურადღებო ტენდენციაზე კანაფის მოხმარების კუთხით. კანაბინოიდების მომხმარება მერყეობს რეგიონების მიხედვით და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ზელანდიაში, ავსტრალიასა და აფრიკაში, ხოლო რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუგებს, ყველაზე მაღალი მოხმარება მოზარდებში ფიქსირდება 5.8% (Lemahieu & Carpenter, 2022). გაერთიანებული ერების 2022 წლი ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კანაფის ნაადრევი მომხარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ადრეული მოხარება ასევე, ზრდის შემდგომში რეგულარული მოხმარების რისკს. კანაბინოიდებს ყველაზე მეტად მამაკაცები მოიხმარენ, კერძოდ ისინი წარმოადგენენ მომხმარებელთა ორ მესამედს. თუმცა ეს პროპორცია ცვალებადია რეგიონების და ქვეყნების განვითარების დონის მიხედვით. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, ეს გენდერული სხვაობა გაცილებით მცირეა როგორც კანაბინოიდების ისე სხვა სუბსტანციების კუთხით. შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კანაბინოიდების მოხმარებაზე არა იმდენად სქესი, არამედ ხელმისაწვდომობა მოქმედებს. ახალგაზრდა მოსახლეობაში ნარკოტიკის მოხმარებას განსხვავებული მოტივები და მიზეზები აქვს. ეს ფაქტორები განსხვავებულია ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაც. როგორც გაერთიანებული ერების ნარკოტიკისა და კრიმინალის სააგენტოს 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, ახალგაზრდების ქცევა ნარკოტიკთან მიმართებაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მოხმარების მაპროვოცირებელი ფაქტორების ფართო დიაპაზონის საილუსტრაციოდ შესაძლოა მოვიყვანოთ ორი მაგალითი, რომელიც აღწერს ახალგაზრდა მოსახლეობის ორ რადიკალურად განსხვავებულ ფაქტორს, რომელიც უბიძგებს მათ მოხმარებისაკენ. ერთის მხრივ, ეს არის ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება გამოცდილების და ემოციური მდგომარეობის ერთგვარი გაძლიერების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ არიან ახლგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს რთულ სოციალური პირობების გამო, პრობლემებთან გამკლავების ან მათგან გაქცევის მიზნით იყენებენ. განსხვავებულია ის ნარკოტიკული საშუალებებიც, რომლებსაც ამ ორ რადიკალურად განსხვავებული გარემოებების გამო მოიხმარს ახალგაზრდობა. ერთის მხრივ ეს არის ისეთი „კლუბური ნარკოტიკი“ როგორიცაა: ექსტაზი, ამფეტამინი, კოკაინი, კეტამინი. ელ ეს დი და ა. შ. აღნიშნული სუბსტანციები, უმეტესწილად განვითარებულ ქვეყნებში მოიხმარება, ძირითადად ე. წ. „rave” ტიპის საზოგადოებაში, თუმცა, მათი მომხმარება ასევე ხდება როგორც კოლეჯის წვეულებებზე, ისე ბარებსა და სხვა გასართობი ღონისძიებებისას. უმეტესწილად აღნიშნულ სუბსტანციებს ახალგაზრდები მოიხმარენ. ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, ძირითადად ინჰალანტებს მოიხმარენ. მაგალითად: საღებავის გამათხელებელი, წებო, ბენზინი, სარებავი. მათი მოხმარება განპირობებული დაბალი ფასითა და ადვილი ხელმისაწვდომობით. შესაბამისად, ნარკოტიკის მოხმარების თავისებურებებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე საინტერესოა, კანაბინოიდების მოხმარებაზე მოქმედ ფაქტორები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში კანაფის ყველაზე მეტი მოხმარება ძირითადად განპირობებულია 2 მიზეზით: პირველ რიგში იგი ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტანციაა და ასევე მიიჩნევა ყველაზე უსაფრთხო და ნაკლები ზიანის მომტან ნარკოტიკულ საშუალებად. ასევე, კანაფი ხშირად გამოიყენება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან კომბინაციაში. ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. ამ მხრივ, ერთ-ერთ ადრეულ კვლევას წარმოადგენს 2012 წელს გამოქვეყნებული ნასრომი „ახალგაზრდებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა“. კვლევის სამიზნე აუდიტორიას თბილისის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1879-მა რესპოდენტმა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: კანაფი გასინჯული ჰქონდა 18-24 წლის რესპოდენტთა 10.4%-ს, მათგან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 4%-ს, ბოლო 1 თვის განმავლობაში 1%-ს. რესპოდენტთა 3.4%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული ექსტაზი, უკანასკნელი 1 წლის მანძილზე 2%-ს და ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.1%-ს (Dershem et al., 2012). 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 4805-მა, 18-დან 64 წლამდე პირმა, რესპოდენტების 15-16%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული კანაფის პროდუქტები. რაც შეეხება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, მათი მოხმარება ძალიან დაბალ დონეზე დაფიქსირდა, კერძოდ ამეტამინის მოხმარება ცხოვრების განმავლობაში სულ რამოდენიმე რესპოდენტმა დაადასტურა, ხოლო უკანასკნელი თვის განმავლობაში მისი მოხმარება ნულს უტოლდებოდა (კირთაძე და სხვ., 2015). 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, სადაც გამოიკითხა თბილისის ღამის კლუბების სტუმრები, რესპოდენტთა უმრავლესობამ (70%) აღნიშნა რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს უკანასკნელი 30 დღის განმავლოვბაში და მათგან ყველაზე ხშირად ექსტაზის, ამფეტამინს, კეტამინს და კანაბინოიდებს (Beselia et al, 2019). ასევე, მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოვლინდა კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია’’ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ქართულ მოსახლეობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მახასიათებლები. კვლევაში მონაწილეობა 396 ადამიანმა მიიღო და ბოლო 12 თვის განმავლობაში 97%-მა აღნიშნა რომ მოიხმარდა კანაფს. კერძოდ, კვლევის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში თამბაქოს მოიხმარდა 93.7%, ალკოჰოლს - 90.4%, ექსტაზს - 54.5%, ლსდ-ს - 34.1%, კეტამინს - 28.8%, ყველაზე დაბალი მოხმარება 2.8% დაფიქსირდა GHB/GBL-ის მოხმარებაზე (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). კვლევამ ასევე გამოავლინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სოციალურ-ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის კუთხით. კერძოდ, მომხმარებელთა უმრავლესობა, კერძოდ 90% იყო დასაქმებული ან თვიდდასაქმებული და ნახევარზე მეტი დასაქმებულის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა 1000 ლარს. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ შვილებთან ერთად და მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშულებებს (14.1%) 9-ჯერ აღემატებოდა მეუღლესთან, პარტნიორთან და შვილებთან ერთად მცხოვრები ადამიანების რიცხვს (1.5%). (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). აღნიშნული კვლევის შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია და გამოკითხულთა შორის უპრეცედენტო რაოდენობის მოხმარებას ასახავს, როგორც კანაბინოიდების ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მიმართულებით. აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ კვლევის გავრცელება მოხდა სოციალური პლატფორმით და შესაძლოა კითხვარით ძირითადად ის ადამიანები დაინტერესებულიყვნენ ვისაც ჰქონდა მოხმარების პრაქტიკა და შესაბამიასად ინტერესი აღნიშნული თემისადმი. მიუხედავად ამისა, კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა თავად მოხმარების თავისებურებების, მოტივებისა და მოხმარებისადმი დამოკიდებულების შესახებ (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). 2020 წელს ნარკოტიკის მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 279 სკოლის 3000-ზე მეტმა მოსწავლემ, მოსწავლეთა 25%-თვის ძალიან ადვილია კანაბინოიდების პროდუქტების მოპოვება, რაც 21%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. ასევე, მოსწავლეთა 14%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაბინოიდების პროდუქტები, 10%-ს უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და ასევე 10%-ს უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. მომხმარებელთა აბსოლიტური უმრავლესობა მამრობითი სქესის არიან. (ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, 2019). კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად მოსწავლეები მოიხმარდნენ ექსტაზის (2%), ხოლო დანარჩენი ნარკოტიკების მოხმარების სიხშირე თითქმის თანაბარია და უტოლდება 1%-ს. კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრაქტიკა ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე იწყება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა შემდგომში მოხმარების განვითარებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კვლევა მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და სათანადო ღონისძიებების გატარება. მეთოდოლოგია კვლევაში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი მეთოდი. კვლევის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს 19-29 წლის ახალგაზრდები. შერჩევის მეთოდად გამოყენებულია ხელსაყრელი შერჩევის („convenience sampling“) მეთოდი, რადგან რანდომიზაცია მსგავს ფართომასშტაბიან აუდიტორიაში დიდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას მოითხოვს, რაც მიმდინარე კვლევაში ვერ განხორციელდებოდა. შესაბაისად მონაწილეები შეირჩნენ ხელმისაწვდომობის მიხედვით, თუმცა ფართო გეოგრაფიული მოცვისა და გენდერული ბალანსის გათვალისწინებით. პირველ რიგში შედგა ხელმისაწვდომი მონაწილეების ბაზა, რომლებიც რეკრუტირებულნი იყვნენ სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან, უნივერსიტეტებიდან და ქუჩის გამოკითხვის შედეგად. თითოეულ მონაწილესთან პირველ ეტაპზე დამყარდა კონტაქტი რათა გაცნობოდნენ კვლევის შინაარს, მიზანს, ინფორმაციას კონფიდენციალურობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნათ კითხვარი მათთვის სასურველი საკომუნიკაციო არხით. ქუჩის გამოკითხვა ჩატარდა სამ ქალაქში: სამტრედია, ქუთაისი და თბილისი. კერძოდ შემთხვევითი გამვლელები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კვლევის კრიტერიუმებს, სურვილის შემთხვევაში, მათთვის სასურველი საკომუნიკაციო არხით იღებდნენ კითხვარს. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა წინასწარ სტრუქტურიზებული კითხვარი, რომელიც შედგებოდა 27 კითხვისაგან. კითხვარი მიწოდებული იყო „google forms”-ის ფორმატით, რომელიც ინფორმაციის შეგროვების და შემდეგ სასურველ ფორმატში მისი ექსტრაქტირების შესაძლებლლობას იძლევა. აღნიშნული ფორმატი არ ითვალისწინებდა რეგისტრაციას, არ შეიცავდა მაიდენტიფიცირებელ კითხვას. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო კითხვარის დასაწყისშივე. შესაბამისად, გამოკითხვა აბსოლიტურად კონფიდენციალური იყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა სატესტო გამოკითხვა 100 რესპოდენტს შორის, რათა გამორიცხულიყო ინფორმაციის დამალვისა პოტენციური საფრთხე, რადგან კვლევა სენსიტიურ თემას ეხებოდა და ამის საფრთხე რეალურად არსებობდა. სატესტო გამოკითხვამ აჩვენა რომ კვლევას აღნიშნული პრობლემა არ გააჩნდა, რადგან საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფიქსირდა ნივთიერებების მოხმარების ფაქტები, კერძოდ კანაბინოიდების შემთხვევაში 45%-მდე. ხოლო ჰალუცინიგენებისა და სტიმულატორების შემთხვევაში 20%-მდე. გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, დამუშავდა excel-ის და Spss-ის პროგრააში, რათა ნათლად წარმოდგენილიყო სტატისტიკური ინფორმაცია. კვლევის მთავარ შეზღუდვას შერჩევის მეთოდი წარმოადგენს, რომელიც შეუძლებლობის გამო არ არის რანდომიზებული და წარმოადგენს რესპოდენტთა შერჩევის მეთოდს ხელმისაწვდომობის მიხედვით. ამ ლიმიტაციის შესამცირებლად, შეძლებისდაგვარად გაიზარდა შერჩევის ზომა და დაბალანსდა გენდერული გადანაწილება რესპოდენტთა შორის. შედეგები კვლევს ფარგლებში, 2023 წლის 7 აპრილიდან, 2023 წლის 13 ივნისის ჩათვლით, მონაცემების შეგროვების პროცესის შედეგად, გამოიკითხა 447 რესპოდენტი. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოკითხვამ მოიცვა 19-29 წლის, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ინტერნეტზე და ჰქონდათ სურვილი კვლევაში მონაწილეობის. რესპოდენტთა 43.8% იყო მამაკაცი, ხოლო 56.2% - ქალი. რესპოდენტების დიდი უმრავლესობა ცხოვრობდა ქალაქის ტიპის დასახლებაში - 82.1% (n=367), ხოლო სოფლის ტიპის დასახლებაში - 17.9 % (n=80). გამოკითხულთა უმრავლესობას (59.1%, n=264) ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი ან სტუდენტის სტატუსი ბაკალვარის საფეხურზე. გამოკითხულთა უმრავლესობის (31,5%, n=141) აკადემიური მოსწრება (GPA) 3-სა და 4-ს შორის. გამოკითხულთა უმრავლესობა დასაქმებულია (n=284; 63.5%). რესპოდენტთა უმრავლესობა 76.7% (n=343) მოიხმარს ალკოჰოლს. იმ გამოკითხულთა შორის, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს მოხმარებელთა უმრავლესობისათვის (45%, n=201) ალკოჰოლის მოხმარება დამოკიდებულია შესაბამისი გარემო-პირობების არსებობაზე. რესპოდენტთა უმრავლესობა არ მოიხმარს თამბაქოს (59.4%, n=261). ცხრილი: 1 რესპოდენტთა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები
რესპოდენტთა უმრავლესობა (89.9%, n=402) მიიჩნევს, რომ კანაბინოიდებს ნეგატიური ზეგავლენა აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობამ (96.9%, n=433) დააფიქსირა რომ ჰალუცინოგენებისა და სტიმმულატორების მოხმარება ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. შემდეგი კითხვა ეხებოდა კანაბინოიდების და ჰალუცინოგენებისა და სტიმმულატორების მოხმარების კუთხით რესოდენტთა ახლო გარემოცვაში არსებულ მდგომარეობას, კერძოდ მოიხმარდა თუ არა ოჯახის წევრი ან მეგობარი აღნიშნულ პროდუქტებს. გამოკითხულთა უმრავლესობამ (40.3%, n=180) დააფიქსირა რომ მათი მეგობარი/მეგობრები მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს). გამოკითხულთა უმრავლესობა (40.5%, n=181) თვლის, რომ არც მეგობარი და არც ოჯახის წევრი არ მოიხმარენ ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს, ხოლო გამოკიხულთა 32.9% (n=147) აღნიშნავს რომ მათი მეგობარი მოიხმარას აღნიშნულ სუბსტანციებს. კანაბინოიდების ჯანმრთელობაზე მოქმედების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო რესპოდენტთა უმრავლესობისათვის (32.7%, n=146) არის ინტერნეტი. ასევე, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ჯანმრთელობაზე მოქმედების შესახებ რესპოდენტების უმრავლესობისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებული მასალები (30.4%, n=136). 447 გამოკითხულიდან 138-ს (30.9%) ჰქონდა კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარების პრაქტიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში. მოხმარების პრაქტიკა რამდენიმეჯერ ჰქონდა 8.7%-ს (n=39), მხოლოდ ერთხელ 4%-ს (n=18), კვირაში რამდენიმეჯერ 2.9% (n=13). რესპოდენტთა მხოლოდ 13.9% (n=62) ჰქონდა ჰალუცინოგენების და სტიმმულატორების მოხმარების პრაქტიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში; მოხმარების პრაქტიკა ჰქონდა რამდენიმეჯერ - 4.9%-ს (n=22), მხოლოდ ერთხელ 4.3%-ს (n=19). კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (46.4%, n=64), მეგობრები (31.2%, n=43), გართობის სურვილი (26.8%, n=37), და სოციალური გარემო (20.3%, n=28). ასევე, ჰალუცინოოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (43.5%, n=27), მეგობრები (32.3%, n=20), გართობის სურვილი (22.6%, n=14) და მოხმარების რომანტიზება (17.7%, n=11). რაც შეეხება მოხმარებლის გამოცდილებას, რესპოდენტთა უმრავლესობა (47.1% n=65) მიიჩნევს რომ კანაბინოიდები მოქმედებენ მათ პროდუქტიულობაზე ნეგატიურად, ხოლო სოციალიზაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს 13.8% (n=19). ასევე, რესპოდენტთა უმრავლესობა (37.1%, n=23) თვლის, რომ ჰალუცინოგენების და სტიმულატორების მიღება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ხოლო 21% (n=13) მიიჩნევს, რომ მიუღია არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება. იგივე რაოდენობით რესპოდენტები თვლიან რომ მიუღიათ ფინანსური ზარალი ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარებს გამო (21%, n=13). რესპოდენტთა უმრავლესობის (34.1%, n=47) აზრით, კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარება იწვევს კონცენტრაციის უნარის ნაკლებობას, შფოთვას (33.3%, n=46), დეპრესიას (25.4%, n=35), უძილობას (25.4%, n=35). რესპოდენტთა უმრავლესობა 50% (n=31) თვლის, რომ ჰალუცინიგენები იწვევს შფოთვას, უძილობას (43.5%, n=27), დეპრესიას (37.1%, n=23), სტრესს (37.1%, n=23). იმ რესპოდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ კანაბინოიდების პროდუქტებს მხოლოდ 29 %-ს (n=40) ჰქონია ზედოზირების ფაქტი, ხოლო 71%-ს (n=98) არასდროს ჰქონია ასეთი გამოცდილება. იმ რესპოდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ ჰალუცინიგენებსა და სტიმულატორებს მხოლოდ 22.6% (n=14) ჰქონია ზედოზირების ფაქტი, ხოლო 77.4% (n=48) რესპოდენტს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრაქტიკა. ცხრილი 2: კანაბინოიდების, ჰალუცინოგენების და სტიმმულატორების გავლენა ჯანმრთელობაზე, მოხმარებაზე მოქმედი ფაქტორები
გამოკითხულთა ურავლესობა (70.4%, n=314 რესპოდენტი) აღნიშნავს რომ ზედოზირების ფაქტის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, 9,9% (n=44 რესპოდენტი) თავის თავს თავად დაეხმარებოდა და მხოლოდ 11.2% (n=50 რესპოდენტი) სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მხოლოდ ჰალუცინიგენებისა და სტიმულატორების ზედოზირების შემთხვევაში დაუკავშირდებოდა. რაც შეეხება ლეგალიზაციის საკითხს, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (76.2%, n=339) არ უჭერს მხარს არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას, 18% (n=80) მხარს უჭერს მხოლოდ კანაბინოიდების ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას და 3.8% (n=17) მხარს უჭერს როგორც კანაბინოიდების ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ლეგალიზებას. ცხრილი 3:
კვლევის კითხვების უშუალო შედეგების პარალელურად, საინტერესოა სხვადასხვა მიმართულებით მონაცემთა თანაფარდობა. მაგალითად სქესის, განათლების, სოციალური წრის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, დასაქმების სტატუსის, ალკოჰოლისა-თამბაქოს და ინფორმაციის წყაროსთან მიმართებაში მოხმარების სტატისტიკა. ქვემოთ განხილული იქნება თითოეული მათგანი. ბოლო 2 წლის განმავლობაში 138 კანაბინოიდების პროდუქტების მომხმარებლიდან 71% (n=98) მამაკაცია და 29% (n=40) ქალი. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების 62 მომხმარებლიდან 71% (n=44) მამაკაცია და 29% (n=18) ქალი. კანაბინოიდების სუბსტანციების მომხმარებელთა 68% (n=94) ეკუთვნოდა 19-25 ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 32% (n=44) 25-29 ასაკობრივ ჯგუფს. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 63% (n=39) ეკუთვნოდა 19-25 ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 37 % (n=23) - 25-29 ასაკობრივ ჯუფს. უმაღლესი განათლების მქონე პირები კანაბინოიდების მომხმარებელთა 83%-ს (n=114) წარმოადგენენ, ხოლო დარჩენილ 17%-ს (24 რესპოდენტი) საშუალო განათლების მქონე პირები. უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის კანაბინოიდებს მოიხმარს ბაკალავრების 32% (n=84), მაგისტრების 30% (n=28) და დოქტორების 50% (n=4). ჰალუცინგენების და სტიმულატორების მომხმარებელთა 85% (n=53) უმაღლესი განათლების მქონე პირები წარმოადგენენ, ხოლო დარჩენილ 15%-ს (n=11) საშუალო განათლების მქონე პირები. აკადემიური მოსწრების მხრივ, კანაბინოიდების მომხმარებელთა უმეტესობა (30%; n=42) წარმოადგენენ რესპოდენტები, რომელთა GPA 2-სა და 3-ს შორისაა. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა უმეტესობა (31%; n=19) ასევე წარმოადგენენ რესპოდენტები, რომელთა GPA 2-სა და 3-ს შორისაა. სტუდენტის სტატუსის მქონე 229 რესპოდენტიდან 24% მოიხმარდა კანაბნოიდების პროდუქტებს ბოლო 2 წლის განმავლობაში. მათ შორის, ბაკალავრების 24% (n=43), მაგისტრების 25% (n=12) და არცერთი დოქტორანტი. რაც შეეხება ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს, მათი მომხმარებელია სტუდენტის სტატუსი მქონე 13% (n=29). მათ შორის, ბაკალავრების 12% (n=22) დოქტორანტების 25% (n=1) და მაგისტრანტების 13% (n=6). კანაბინოიდების მომხმარებლების 80% (n=111) დასაქმებული ან თვითდასაქმებულია. ჰალუცინოგენების და სტიმულატორების 77% (n=48) იყო დასაქმებული ან თვითდასაქმებული. კანაბინოიდის მომხმარებლიდან 79% (n=109) ცხოვრობდა ქალაქში და 21% (n=29) სოფლად. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ქალაქის ტიპის დასახლებიდან იყო. კანაბინოიდების მომხმარებელი რესპოდენტებიდან 86 %-ის (n=119) შემთხვევაში ოჯახის წევრი, მეგობარი ან ორივე მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს. ამასთან, იმ რესპოდენტთა 39% (n=70), რომელთა მეგობარიც მოიხმარს კანაბინოიდებს, თავადაც მოიხმარს აღნიშნული ნივთიერებებს, ხოლო ოჯახის წევრის და მეგობრის შემთხვევაში 53% (n=47). კანაბინოიდების მოხმარებელთა 76% (n=105) ამავდროულად იყო თამბაქოს რეგულარული ან გარემო პირობებზე დამოკიდებული მომხმარებელი. ასევე რეგულარული თამბაქოს მოხმარებლების 59% (n=82) მოიხმარდა კანაბინოიდებს. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარებელთა 81% (n=50) ამავდროულად მოიხმარდა თამბაქოსაც. ასევე რეგულარული თამბაქოს მომხარებლების 27% (n=39) აღნიშნულ ნივთიერებებს. კანაბინიდების მომხმარებელთა 91% (n=126) ამავდროულად მოიხმარდა ალკოჰოლს სხვადასხვა ინტენსიობით. თავად ალკოჰოლის მოხმმარებელთა 37% მოიხმარდა ამავდროულად კანაბინოიდებსაც. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 97% (n=60) ამავდროულად იყო ალკოჰოლის მოხმარებელიც სხვადასხვა ინტენსივობით. ალკოჰოლის მომხმარებელთა 17% იყო ჰალუცინიგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელიც. კანაბინოიდების მომხმარებელთა უმეტესობა (35%, n=48) ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს ინტერნეტს 25% (n=34) - სამეცნიერო სტატიებს, 17% (n=23) - მეგობრებს. ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 18% (n=11) ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს ინტერნეტს, 2% (n=16) - სამეცნიერო სტატიებს, 17% (n=13) - მეგობრებს, ცხრილი 4: კანაბინოიდების მოხმარება ბოლო 2 წლის განმავლობაში მახასიათებლების მიხედვით
ცხრილი 5: ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ბოლო 2 წლის განმავლობაში მახასიათებლების მიხედვით
დისკუსია კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების საკმაოდ მაღალი მოხმარება (n=138; 30.9%), რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია და გამოკითხულთა შორის კანაბინოიდების უპრეცედენტო რაოდენობის მოხმარებას ასახავს. საყურადღებოა, რომ რესპოდენტთა უმრავლესობას ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე არავალიდური წყაროებიდან აქვს (ინტერნეტი, სოციალური ქსელები). აღნიშნული მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში ნაკლები ყურადღება ექცევა ნარკოტიკული საშულებებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საგანმანათლებლო და საინფომაციო ღონისძიებებს. კვლევამ აჩვენა, რომ კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მომხმარებელთა შორის ჭარბობს იმ პირთა რაოდენობა რომელთაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი. უფრო ნაკლებია მაგისტრანტებში და კიდევ უფრო ნაკლებია დოქტორანტებში. სტუდენტის სტატუსის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ზრდასთან ერთად მცირდება კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება. აღნიშნული ადასტურებს, რომ რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო მცირდება კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიური მოსწრების მხრივ კანაბინოიდების და ჰალუცინოიგენების მომხმარებელთა 30%-ის GPA საშუალო სიდიდისააა (2-3). მსგავსი შედეგები იქნა მიღებული სხვა კვლევებითაც (Cessna et al., 2019). კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების ხშირი მოხმარების სოციალური შედეგები მოიცავს სწავლაში წარუმატებლობას, სწავლის მიტოვებას, უმუშევრობას და დანაშაულს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობის მაღალი დონე. კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება აზიანებს თავის ტვინის ფუნქციებს, მათ შორის მეხსიერებას, ემოციებს, შემეცნებას, კონცენტრაციის უნარს, მოძრაობას. კვლევამ ასევე გამოავლინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სოციალურ-ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის კუთხით. კერძოდ, მომხმარებელთა უმრავლესობა (n=88, 64%) იყო დასაქმებული. მიღებული შედეგები თანხვედრაშია საქართველოში ჩატარებულ კვლევასთან, სადაც მომხმარებელთა უმრავლესობა, კერძოდ 90% იყო დასაქმებული ან თვიდდასაქმებული და ნახევარზე მეტი დასაქმებულის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა 1000 ლარს (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ კანაბინოიდების მომხმარებელი მოზარდების დიდი რაოდენობა იყო უმუშევარი, რაც აიხსნება იმ გარემოებით, რომ უმუშევრობა და შესაბამისად სოციალურად დაუცველობა ზრდის მოხმარების რისკს (Orth, 2016). კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის ქცევითი სიმპტომები კორელაციაშია კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების ფაქტორთან. შფოთვის სიმპტომის მქონე პირები უფრო მეტად მოიხმარენ კანაბინოიდებს (33.3%; n=46), ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს (50%; n=31). ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ რამდენადაც შფოთვის სიმპტომები გავრცელებულია, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენებისა მოხმარების სიხშირე უფრო მაღალია. აღნიშნული შედეგები შეესაბამება სხვა კვლევის შედეგებს (Kedzior & Laeber, 2014; Sharpe et al. 2020). ამ დასკვნას აქვს კლინიკური და საგანმანათლებლო მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან მაღალი დონის შფოთვას, იმყოფებიან კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარების რისკის ქვეშ (Mustonen et al. 2021; Xue et al. 2021). კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების გამოყენების სიხშირე ასევე დაკავშირებული იყო დეპრესიის სიმპტომებთან (25.4%, n=35; 37.1%, n=23) და ძილის სირთულეებთან (25.4%, n=35; 43.5%, n=27). აღნიშნული შედეგები შეესაბამება სხვა კვლევის შედეგებს (Langlois et al, 2021). ამგვარად, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენებისა მოხმარების რისკის ქვეშ მყოფი პირები საჭიროებენ ქცევითი ჯანმრთელობის ჩარევებს შფოთვის, დეპრესიის და უძილობის სიმპტომების და, შესაბამისად, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მავნე გამოყენების შესამცირებლად. კანაბინოიდების, ჰალუცინოოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი, მეგობრები, გართობის სურვილი, და სოციალური გარემო. რესპოდენტთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა კანაბინოიდების და ჰალუცინოოგენების მოხმარება და მიუთითა მათი ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობაზე, სოციალიზაციაზე, რამაც შესაძლოა განაპირობოს არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება, ფინანსური ზარალის მიღება. მნიშვნელოვანი საკითხია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ ნდობის საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ. კერძოდ, ზედოზორების ფაქტის დაფიქსირებისას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოეხსნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის გამოძახების ვალდებულება. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ზედოზირების შემთხვევაში რესპოდენტების 20% არ მიმართავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საკითთხის სენსიტიურობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი ციფრია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ მუშაობას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა უმეტესობა (76%) არ უჭერს მხარს არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას და ასევე უმრავლესობა (70%) დაუკავშირდებოდა სასწრაფო სამდეიცინო დახმარებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაციონალური პოლიტიკის შესამუშავებლად მნიშვნელოვანია სათანადო მონაცემების არსებობა. კანაბინოიდების, ჰალუცინოოგენებისა და სტიმულატორების ხშირი მოხმარების შემცირების სტრატეგიებმა შესაძლოა შეამციროს ახალგაზრდებში ფსიქიკური აშლილობის დონე დასკვნა, რეკომენდაციები კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების საკმაოდ მაღალი მოხმარება. აღნიშნული მიგვანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან საგანმანათლებლო და საინფომაციო ღონისძიებების გაზრდის აუცილებლობაზე ნარკოტიკული საშულებებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რადგან რესპოენტთა უმრავლესობას ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე არავალიდური წყაროებიდან აქვს. ასევე, საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ნდობის ტელეფონის პრინციპზე აგებული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური პირისგან მიიღონ რჩევა და რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია სატელევიზიო და სოციალური ქსელების სივრცეში კომპეტენტური ორგანიზაციების ჩართულობის ამაღლება, რადგან ახალგაზრდების მნშვნელოვანი ნაწილი სწორედ აღნიშნული წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და შესაბამისად არავალიდური ინფორმაციის მიღების შანსიც გაზრდილია. საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონიძიებების გატარებას, სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი ინფორმაციის წყაროების მაქსიმალურად ათვისებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განსაკუთრებით კი მენტალური ჯანმრთელობის კუთხით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას მნიშვნელოვანად შეუძლიათ გააუმჯობესონ მდგომარეობა ნარკოტიკული საშულებების მოხმარების შემცირების კუთხით. გამოყენებული ლიტერატურა:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||