English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალ “ეკონომისტის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალ “ეკონომიკის და ბიზნესი” სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი ეკონომიკაში.

დაიბადა 1953 წლის 17 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), მათ შორის, სამი საკუთარი ავტორისეული და ხუთი კოლექტიური მონოგრაფია, ასევე დამხმარე სახელმძღვანელო და სამი ბროშურა. ციტირების ინდექსი: Google scholar – 562 (h=13); Scopus-70 (h=5); Web of Science – 38 (h=3); Research Gate – 401 (h=11).

სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ინსტიტუციური ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა, ეკონომიკური ზრდა, მწვანე ეკონომიკა, ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა, სტრატეგიული მენეჯმენტი.

დაჯილდოებულია პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მედლით.