English / ქართული / русский /







ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დაიბადა 1977 წლის 7 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. ასევე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის ეკონომიკა.

დაჯილდოებულია ღირსების მედლით.